Angin-Heel SD tab #50

Angin-Heel SD tab #50

გერმანია

ჰეელი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: Hydrargyrum bicyanatum D8, Phytolacca americana D4, Apis mellifica D4, Arnica Montana D4; Hepar sulphuris D6, Solanum dulcamara D4, Atropa belladonna D4. დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა ქ.ს.

ჩვენებები: ანგინა, ტონზილოგენური ინტოქსიკაცია, ქრონიკული ტონზილიტის გამწვავება, ტონზილარული საცობები, მეორადი კარდიომიოპათია, გადატანილი ანგინის შემდგომი გართულებები, ქრონიკული ტონზილიტის გამწვავება.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან: 1 ტაბლეტი; 1-3 წლის ასაკი: ნახევარი ტაბლეტი. 3-6 წლის ასაკი: სამი მეოთხედი ტაბლეტი მიღებაზე. პრეპარატის მიღება ხდება ენის ქვეშ. მწვავე შემთხვევაში ყოველ 15 წუთში ერთხელ 2 საათის განმავლობაში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ უნდა მოხდეს სტანდარტულ დოზირებაზე გადასვლა: 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ. მკურნალობის კურსი - 1-3 დღე.

გვერდითი მოვლენები: შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები და გაძლიერებული ნერწყვდენა, რაც საჭიროებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას და ექიმისათვის მიმართვას. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის და ქავილის სახით.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის, ასტრასებრთა ოჯახის მცენარეების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: მიზანშეწონილია მკურნალობის დაწყება ადრეულ ეტაპზე სწრაფი გამოჯანმრთელების ეფექტისთვის. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის გაგრძელება კიდევ 3-5 დღე. პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობა, აღნიშნული პრეპარატის მიღება მიზანშეწონილი არ არის. საკითხი პრეპარატის დანიშვნის შესახებ ორსულებსა და მეძუძურ ქალებში წყდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 50 ენის ქვეშ მისაღები ტაბლეტი პლასტიკურ კონტეინერში.

მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“
Show More
More Info
Brand
ჰეელი
Country
გერმანია
Generic
homeopatic comb. drug
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page