About Product
ჰეპეელი N
შემადგენლობა: 1,1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: Chelidonium majus D6 - 1,1 მგ, Phosphorus D5 - 0,55 მგ, Veratrum album D5 - 2,2 მგ, ?itrullus colocynthis D5 - 3,3 მგ, Lycopodium clavatum D2 - 1,1 მგ, Cinchona pubescens D2 - 1,1 მგ, Myristica fragrans D3 - 1,1 მგ, Silybum marianum D1 - 0,55 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი.
ჩვენებები: ქოლესტაზი, სანაღვლე გზების დისკინეზია; ახალშობილებში კონიუგაციური სიყვითლე; ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება; ქოლანგიტი, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი; ქრონიკული ენტერიტი და კოლიტი; ნაწლავების დისბიოზი, შებერილობა; ქოლესტერინის დონის მატება სისხლში; ასთენო-ნევროზული სინდრომი, გამოფიტვა, მადის დაკარგვა; ალერგიული რეაქცია და კანის ქრონიკული დაავადებები; ნებისმიერი დაავადება, რომლის დროსაც აუცილებელია ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის სადეზინტოქსიკაციო ფუნქციის გააქტიურება.
დოზირება და მიღების წესი: საინექციო ხსნარი: ერთჯერადი დოზა მოზრდილებისა და 12 წლის ზევით მოზარდებისთვის - 1 ამპულა. პრეპარატის შეყვანა ხდება კუნთში, კანში, კანქვეშ, ვენაში, აკუპუნქტურულ წერტილებში, სეგმენტურად 1-3-ჯერ კვირაში. თუ აღნიშნული გზით შეყვანა შეუძლებელია, ამპულა შესაძლებელია მიღებულ იქნეს „დასალევი ამპულის“ სახით.
გვერდითი ეფექტები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის კანზე გამონაყარი და ცხელება, სისხლის შრატში ტრანსამინაზების და ბილირუბინის მომატება.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ორსულობა და ძუძუთი კვება.
გარეგნული სახე და შეფუთვა: საინექციო ხსნარი - 1ც 1,1 მლ ამპულა.
მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“
Show More
More Info
118193
Generic
homeopatic comb. drug