ალდობრონქიალი სიროფი ნაჩვენებია ბრონქოსპაზმის (ფილტვის სასუნთქი გზების ოკლუზია), პროფილაქტიკისა და სიმპტომური მკურნალობისთვის.
აქტიური ნივთიერებაა სალბუტამოლი (სულფატი). ყოველი 5 მლ შეიცავს 2 მგ სალბუტამოლს (სულფატს).
სხვა კომპონენტები (დამხმარე ნივთიერებები): ნატრიუმის ბენზოატი (E-211), ჰიპრომელოზა, ნატრიუმის საქარინი, ლიმონმჟავა, ფორთოხლის არომატიზატორი და გასუფთავებული წყალი.
ალდობრონქიალი 2მგ/5მლ სიროფის აქტიური ინგრედიენტია სალბუტამოლი. ის მიეკუთვნება ბრონქოდილატატორების ჯგუფის მედიკამენტებს.
ალდობრონქიალი სიროფი ნაჩვენებია ბრონქოსპაზმის (ფილტვის სასუნთქი გზების ოკლუზია), პროფილაქტიკისა და სიმპტომური მკურნალობისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ასთმურ შეტევებთან და სასუნთქი გზების შექცევად ობსტრუქციულ დაავადებასთან დაკავშირებულ სხვა პროცესებთან. აღნიშნული განეკუთვნება ფილტვების დაავადებათა ჯგუფს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ანთებას, რის შედეგადაც ხდება ფილტვებში ჰაერის ნაკადის ბლოკირება.
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისას ან ლაქტაციის დროს ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
ალდობრონქიალის სიროფს არ აქვს, ან აქვს უმნიშვნელო გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.
თქვენი ექიმი გეტყვით, რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ალდობრონქიალი სიროფი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად.
თუ ექიმმა განაზავა თქვენი ალდობრონქიალის სიროფი, მიღებული ნაზავი უნდა შეინახოთ სინათლისაგან დაცულ ადგილას და გამოიყენოთ 28 დღის განმავლობაში.
მოზრდილები:
რეკომენდებული დოზაა 5 მლ-დან 10 მლ-მდე (2 - 4 მგ), რომელიც მიიღება დღეში სამჯერ ან ოთხჯერ.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში:
ორიდან ექვს წლამდე: რეკომენდებული დოზა არის 2.5 მლ-დან 5 მლ-მდე (1-2მგ) სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.
ექვსიდან თორმეტ წლამდე: რეკომენდებული დოზა არის 5 მლ (2 მგ) სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.
თორმეტი წლის ასაკის ზემოთ: რეკომენდებული დოზა არის 5 მლ-დან 10 მლ-მდე (2-4 მგ) სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.
თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ ადრე რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზა.
ალდობრონქიალი სიროფი შესაფერისია მოზრდილების და ბავშვებისთვის, რომლებიც ამჯობინებენ თხევადი მედიკამენტების მიღებას.
ბავშვების, ხანდაზმულებისა და ამ პრეპარატის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 5 მლ ალდობრონქიალის სიროფით (2 მგ) სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.
ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად იქნას დაცული მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქცია ან ექიმის მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობით და რამდენჯერაც უნდა იქნეს მიღებული პრეპარატი. ნუ მიიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე დანიშნული გაქვთ. შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
თუ ფიქრობთ, რომ ალდობრონქიალის სიროფის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, რაც შეიძლება მალე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა დაიწყოს ასთმის გამწვავება და დაგჭირდეთ სხვა ტიპის წამალი.
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.