Tauretina caps #30

Tauretina caps #30

იტალია

ბიოდუე
About Product
საერთაშორისო დასახელება - Lutein,Taurine,Zeaxanthin,Cu,Coenzym Q10
შემადგენლობა:
ერთი კაფსულის შემადგენლობაში: ტაურინი - 100 მგ, ლუთეინი - 10მგ, ზეაქსანტინი-4მგ, თუთია - 12,5 მგ, ვიტამინი D3-10მკგ (400IU), სპილენძი - 0,5 მგ, კოენზიმ Q10 – 5 მგ, ჭარხლის ექსტრაქტი 100მგ, კურკუმას (ყვითელი იმბირი) მშრალი ექსტრაქტი - 52,63 მგ (95%, 50მგ კურკუმინის შემცველობით).
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ფისი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ტაურეტინა - სპეციალიურად მხედველობისთვის შემუშავებული საშუალება, ყველაზე საჭირო კომპონენტების დაბალანსებული და სრულფასოვანი კომბინაცია.
ტაურინი - ახდენს ნერვული უჯრედების გამტარიანობის ნორმალიზებას, არეგულირებს უჯრედული მემბრანების მუშაობას; მონაწილეობის კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმისა და ნატრიუმის ცვლაში; აუმჯობესებს ბადურას კვებას;
ლუთეინი და ზეაქსანტინი - კაროტინოიდებია, რომლებიც ყვითელი ხალის ძირითად პიგმენტებს წარმოადგენენ; აფერხებენ მაკულას ასაკობრივ დეგენერაციას, რეტინიტს. ბადურასა და მაკულაში ეს ნივთიერებები პასუხისმგებელნი არიან მხედველობის ხარისხზე, იცავენ თვალის ქსოვილს თავისუფალი რადიკალების და ძლიერი სინათლის ნეგატიური ზემოქმედებისგან, განსაკუთრებით კი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
თუთია - აუცილებელია მხედველობის ძირითადი პიგმენტის - როდოპსინის წარმოსაქმნელად და ბადურადან ტვინში სინათლის სიგანალების გასატარებლად, რისი წყალობითაც თვალს იცავს სტრუქტურული ცვლილებებისგან, რომლებსაც იწვევს კაშკაშა სინათლე. სწორედ თუთიის დეფიციტი იწვევს ბადურას სტრუქტურულ ცვლილებებს, მცირდება ფერების აღქმა.
ვიტამინი D3-აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს ანთებით პროცესებს ბადურაზე, ხელს უშლის ბეტა-ამილოიდების დაგროვებას, მასიურად ამცირებს რეტინალური მაკროფაგების რაოდენობას.
სპილენძი - ეს მიკროელემენტი იცავს მხედველობის ორგანოს ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და ათეროსკლეროზი.
ჭარხლის ექსტრაქტი - მდიდარია მიკროელემენტებით, გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით.
კურკუმას (ყვითელი იმბირი) – აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და მიკროელემენტებს, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას, გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და მაღალი ანტიოქსიდანტური მოქმედება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ბადურაში.

ჩვენებები:
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
- დიაბეტური რეტინოპათია;
- მომატებული მხედველობითი დატვირთვისას (კომპიუტერი, ტელევიზორი, მზის სხივები და სხვა.);
- ასაკობრივი ცვლილებები;
- პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა;
- თვალის ტრავმის და ოპერაციული ჩარევის შემდგომ, როგორც კომპლექსური აღდგენითი თერაპია.

მიღების წესი და დოზირება:
ტაურეტინა გამოიყენება 1-ჯერ დღეში, ჭამის დროს. რეკომენდებულია ტაურეტინას მიღება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში .

უკუჩვენება:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ორსულების და ლაქტაციის პერიოდი.
სიფრთხილის ზომები:არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება ექიმის დანიშნულებიშ გარეშე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
ტაურეტინა 475 მგ - 30 მჟავაგამძლე კაფსულა, 2 ბლისტერი.
Show More
More Info
Brand
ბიოდუე
Country
იტალია
Generic
luteine+zeaxantine+taurine+zinc+copper+conzym Q10+marigold+turmeric
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page