თვალი არის ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ძირითადი ორგანო, რომელიც საჭიროა ყოველდღიურად. კომპიუტერთან მუშაობა, ტელევიზორის ხშირი ყურება და ღამე მანქანის მართვა ძალიან დამღლელია თვალისათვის. მშრალი ჰაერი, ძილის ნაკლებობა, ალკოჰოლი და ნიკოტინი მოითხოვს თვალის მეტაბოლიზმს. თვალის ჯანმრთელობისა და მხედველობის ფუნქციისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ფაქტორი და მათ შორის საკვების კარგი მიწოდება. ლუტეინი მნიშვნელოვალია თვალის ჯანმრთელობისა და მხედ- ველობისათვის, A, C და E ვიტამინებთან და მიკროელემენტებთან თუთიასთან და სპილენძთან ერთად. თვალისათვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების განსაკუთრებული კომპლექსი - სწორედ ეს კომბინაციაა. ვიტამინი A ჩართულია ხედვის პროცესში და თვალს ეხმარება სიბნელიდან სინათლეზე გადასვლის დროს. როგორც წითელის შემადგენელი ნაწილი ის მნიშვნელოვანია კაშკაშას, ბნელის და ფერადის აღქმის დროს. C და E ვიტამინები იცავენ თვალს მზის სხივების უარყოფითი ზე- მოქმედებისაგან. ისინი არიან მნიშვნელოვანი ნივთიერებები უჯრე- დიის დაცვის სისტემისა და ლინზების ფუნქციონირებისათვის. C და E ვიტამინები აძლიერებენ ერთმანეთს თავიანთი დადებითი თვისებებით. E ვიტამინი ხელს უწყობს C ვიტამინის უჯრედის დაცვის ფუნქციას. E ვიტამინი უარყოფითი ზეგავლენისაგან იცავს უჯრედის გარე სივრცეს და C ვიტამინი კი, უჯრედის შიდა არეს. სტრესი, ინტენსიური სპორტული და ფიზიკური დატვირთვა, ისეთი უარყო- ფითი გარემო ფაქტორები როგორიც არის კვამლი ზრდის C და E ვიტამინების მოთხოვნილებას. თუთია არეგულირებს უჯრედის ყველა მნიშვნელოვან რეაქციაში ჩართულ 300-ზე მეტი ფერმენტის მოქმედებას. ეს მიკროელემენტი, როგორც ფერმენტე- ბის განუყოფელი ნაწილი ჩართულია მხედველობის პროცესში A ვიტამინის გამოყენებაში. ლუთეინი და ზეაქსანტინი ეკუთვნიან კაროტინოიდების ჯგუფს და წარმოდგენილი არიან თითქმის ყველა მწვანე ბოსტნეულში. ისინი არიან მცენარის მეორადი ნივთიერება. ბადურის „ყვითელი ლაქა“ შეიცავს ლუტეინს მაღალი კონცენტრა- ციით. „ყვითელი ლაქა“ მდებარეობს თვალის შუაგულში და საჭიროა კითხვის დროს ნათელი ხედვისა და ფერების გარჩევი- სათვის. ლუთეინი საჭიროა მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან თვალის ამ ნაწილის დასაცავად. ლუთეინი იცავს ბადურას და თვალს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისაგან. მოცვი საუკონეებია ცნობილი ადამიანის საკვებ რაციონში. ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი შემადგენლები ლურჯ ფერზე პასუხისმგებელი ანთოციანებია. ერთი კაფსულა დოპელჰერცი აქტივი აის დღე და ღამე შეიცავს 50 მგ მოცვის ექსტრაქტს. ანთო- ციანები მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები და ხელს უწყობენ ლუთეინის და ისეთი ანტიოქსიდანტების ეფექტს როგორიცაა A, C და E ვიტამინები.
რეკომენდაცია: მიიღეთ ერთი კაფსულა დღეში საკვებთან ერთან შესაბამისი წყლის ოდენობით. არ დაღეჭოთ. არ გადააჭარბოთ აღნიშნულ დღიურ რეკომენდირებულ დოზას. კვების დანამატები არ ცვლიან მრავალფეროვან დიეტას. პროდუქ- ტი უნდა შეინახოთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 25C-ზე ზემოთ ტემპერატურაზე.