შემადგენლობა: კროსლინკიგირებული ჰიალურონის მჟავა 0.15%, ლიპოსომები 0.6%. არ შეიცავს კონსერვანტებს.
ჩვენებები: მშრალი თვალის სინდრომის ყველა ფორმა, მექანიკური სტრესი - ოფთალმოლოგიური სადიაგნოსტიკო პროცედურები, ქირურგიული ჩარევა, ტრავმა; გარემო პირობებით გამოწვეული სტრესი - კონდიცირებული ჰაერი, მშრალი ცხელი ჰაერი, სიცივე, ქარი, მტვერი, გამონაბოლქვი, ქლორიანი წყალი. მხედველობითი სტრესი (ხანგრძლივი მუშაობა კომპიუტერთან).
დოზირება და მიღების წესი: 1 წვეთი 2-ჯერ დღეში.
უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები: არ შეიცავს კონსერვანტებს. შესაძლებელია გამოყენება კონტაქტურ ლინზებთან.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 10 მლ ფლაკონი.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე. ვარგისია გახსნიდან 60 დღე.