Hyruan one syringe 3ml #1
Hyruan one syringe 3ml #1

Hyruan one syringe 3ml #1

კორეის რესპუბლიკა

ლჯ
About Product
საერთაშორისო დასახელება - hyaluronic acid sodium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გამააქტიურებელი, ტროფიკის გამაუმჯობესებელი და რეგენერაციის პროცესის მასტიმულირებელი პრეპარატები → ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატები
შემადგენლობა
1 მლ.
ნატრიუმის ჰიალურონატი . . . . . . . 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნატრიუმის ჰიალურონატი წარმოადგენს ბუნებრივ პოლიმერს გლიკოზამინოგლიკანების კლასიდან, რომელიც სინოვიალური სითხის ფიზიოლოგიური ფუნქციის ძირითადი და წამყვანი კომპონენტია. ნატრიუმის ჰიალურონატი ხასიათდება ვისკოელასტიურობით, ჰიგროსკოპულობით და ლუბრიკანტული თვისებით. ჰირუანის სახსარშიდა ინექცია აუმჯობესებს სახსრის ფუნქციას და მობილურობას; ახდენს დაავადებულ სახსარში
სინოვიალური სითხის ნორმალიზებას.

ჩვენებები
მუხლის სახსრის დეფორმაციული ოსტეოართრიტი, მხრის პერიართრიტი.

მიღების წესი და დოზები
ჰირუანის ინექცია კეთდება უშუალოდ მუხლის ან მხრის სახსარში კვირაში ერთხელ 5 კვირის განმავლობაში. ინექციის რაოდენობა განისაზღვრება სიმპტომებიდან და დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე. ჰირუანის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარშიდა სივრცეში (სინოვიალურ სითხეში) და ამიტომ საჭიროა მკაცრად იყოს დაცული პროცედურის სტერილურობა.

გვერდითი მოვლენები
ჰიპერმგრძნობელობა: შეშუპება(სახეზე, ქუთუთოებზე), სიწითლე სახეზე, იშვიათად გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ჰირუანით მკურნალობის შეწყვეტა და ადექვატური მკურნალობის ჩატარება.
ინექციის ადგილას: შეიძლება განვითარდეს ტკივილი (ტრანზიტორული), შეშუპება, სიწითლე, სითბოსა და სიმძიმის შეგრძნება. შეიძლება განვითარდეს: გულისრევა, ღებინება და ცხელება.
სერიოზული გვერდითი მოვლენები: შოკის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ტარდება ადექვატური მკურნალობა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის ჰიალურონატის მიმართ.

სიფრთხილის ზომები
ჰირუანით მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია სახსარში ანთებითი პროცესის ალაგება, რადგან ჰირუანმა შეიძლება გაამწვავოს ანთების სიმპტომები.
სახსარში სითხის რეტენციის შემთხვევაში რეკომენდებულია ართროცენტეზი.
ჰირუანით მკურნალობა წყდება პირველი 5 კვირიანი არაეფექტური მკურნალობის შემთხვევაში.
დაუშვებელია ჰირუანის სისხლძარღვში ინექცია.
ჰირუანი არის ძალიან ბლანტი, ამიტომ ინექციისთვის სასურველია 22-23 გ-იანი ნემსის გამოყენება.
ჰირუანი ინახება 2-8oC ტემპერატურაზე, ინექციამდე 30 წუთით ადრე პრეპარატი უნდა გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე;
ჰირუანის სახსარშიდა ინექცია კეთდება პრეპარატის გახსნისთანავე

განსაკუთრებული მითითებები
ჰირუანი სიფრთხილით ინიშნება სხვა მედიკამენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, ღვიძლის დაავადებების ან მისი ფუნქციური სინჯების დარღვევის შემთხვევაში. სიფრთხილით ინიშნება ბავშვებში, ხანდაზმულებში, ორსულებში ვინაიდან არ არსებობს კვლევები ნატრიუმის ჰიალურონატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ. ძუძუთი კვების დროს რეკომენდებულია ლაქტაციის შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ჰირუანის პრეციპიტაცია შეიძლება გამოიწვიოს სადეზინფექციო
საშუალებებმა, ამონიუმის მარილებმა- ბენზალკონიუმის ქლორიდმა, ქლორჰექსიდინმა

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბნელ, ჰერმეტიულ კონტეინერში 2- 8oC ტემპერატურაზე მაცივარში.
შენახვის ვადა:
3 წელი(36 თვე)
Show More
More Info
Brand
ლჯ
Country
კორეის რესპუბლიკა
Generic
hyaluronate sodium+propilenglycol 400+hydroxipropilguar
Form
ხსნარი საინექციო
Packing
მზა შპრიცი
Quantity
1
Volume
3მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page