About Product
ტამერი
(TAMER)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:ჰიდროქსიზინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა:
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდს 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, პოვიდონი (PVPK-30), ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი; შემომგარსავინივთიერებები: ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, ჰიდროქსიმეთილპროპილცელულოზა (HPMC E15), პოვიდონი (PVPK-30).
გამოშვების ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 25 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანქსიოლიზური საშუალებები, დიფენილმეთანის წარმოებულები
ჩვენება:
• შფოთვითი მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში.
• სედაციური საშუალების სახით პრემედიკაციის დროს.
• ალერგიული ქავილის სიმპტომური მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
დოზირება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად რეკომენდებული დოზების დიაპაზონში, პაციენტის რეაქციის შესაბამისად.
მოზრდილებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ-ს.
შფოთვის მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობა:
მოზრდილებში - 50-100 მგ დღეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებზე.
ალერგიული ქავილის სიმპტომური მკურნალობა:
მოზრდილებში და 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში საწყისი დოზა - 25 მგ ძილის წინ, აუცილებლობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 25 მგ-მდე 3-4 ჯერ დღეში.
40 კგ-მდე წონის ბავშვებში მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 2 მგ/კგ/დღეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე.
პრემედიკაცია ქირურგიულ პრაქტიკაში:
მოზრდილებში - 50-100 მგ დღეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებზე. ბავშვებში - 0.6 მგ/კგ/დღეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე.
ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა იწყება განახევრებული რეკომენდებული დოზით, მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 50 მგ-ს.
ავადმყოფებში ღვიძლის უკმარისობით რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის 33%-ით შემცირება.
პაციენტებში თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობით რეკომენდებულია დოზის შემცირება ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა, კრეატინინის კლირენსის დაქვეითების პროპორციულად.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
პორფირია.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
პროსტატის ადენომა შარდის გამოყოფის დარღვევით.
მძიმე თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა.
დიაგნოსტირებული QT ინტერვალის შეძენილი ან მემკვიდრეობითი გახანგრძლივება.
QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკის ფაქტორების არსებობა, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ელექტროლიტების მნიშვნელოვანი დისბალანსი (ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია), უეცარი კარდიალური სიკვდილი ოჯახურ ანამნეზში, გამოხატული ბრადიკარდია, ერთდროული მიღება პრეპარატებთან, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს და/ან აინდუცირებს “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვან პოლიმორფულ ტაქიკარდიას.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.
Show More
More Info
148746
Generic
hydroxysine hydrochloride