Antiparkin tab 250mg+25mg #50
Antiparkin tab 250mg+25mg #50

Antiparkin tab 250mg+25mg #50

საქართველო

გამა
About Product
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ლევოდოპას და 25 მგ კარბიდოპას
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზა, სახამებელი, პოლოვინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიპარკინი შეიცავს დოპამინის მეტაბოლურ წინამორბედს ლევოდოპას, რომელსაც დოპამინისგან განსხვავებით შესწევს უნარი გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი და კარბიდოპას, არომატული ამინომჟავების დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორს. ლევოდოპა ამცირებს პარკინსონიზმის სიმპტომებს თავის ტვინში დოპამინის დეფიციტის შევსების გზით ამასთან, ლევოდოპას დიდი ნაწილი გადაიქცევა დოპამინად ტვინის გარეთ და ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. თავის მხრივ პრეპარატში კარბიდოპას შემცველობა ამუხრუჭებს ლევოდოპას ექსტრაცერებრალურ დეკარბოქსილირებას და ამით მიიღწევა ლევოდოპას დიდი ნაწილის გადასვლა ჰემატოენცეფალურ ბარიერში, აღნიშნულის გამო თერაპიული ეფექტის მისაღწევად საჭიროა ლევოდოპას ნაკლები რაოდენობა, რაც ამ ნივთიერებით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს ამცირებს.

ჩვენებები
ანტიპარკინი გამოიყენება პარკინსონის სინდრომისა და დაავადების სამკურნალოდ. პრეპარატი ავადმყოფს უმსუბუქებს ამ დაავადებით გამოწვეულ სიმპტომებს: პირველ რიგში რიგიდობას, ამცირებს ტრემორს, დისფაგიას. პრეპარატით მკურნალობისას შესაძლებელია პირიდოქსინის (ვიტამინი B6) შემცველი ვიტამინების ნაკრების მიღება. (სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ექსტრაპირამიდული დარღვევების დროს პრეპარატი არ გამოიყენება)

მიღების წესები და დოზები
ავადმყოფებისთვის, რომლებიც არ მკურნალობდენ ლევოდოპით საწყისი დოზა შეადგენს 1/2 ტაბლეტს 1-2-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 1/2 ტაბლეტით 2-3დღის შემდეგ ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღებამდე.
ავადმყოფებისთვის, რომლებიც მკურნალობდენ ლევოდოპით მინიმუმ 12 საათით ადრე უნდა შეწყდეს ლევოდოპის მიღება. ანტიპარკინის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს ლევოდოპას წინა დოზის დაახლოებით 20%. თუ ავადმყოფი ლევოდოპას იღებდა დოფა-დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორებთან ერთად ანტიპარკინის მიღებამდე 24 საათით ადრე უნდა შეწყდეს მათი მიღება.
ოპტიმალურ დღიურ დოზას ადგენენ ინდივიდუალურად. ხშირად ეს დოზა შეადგენს 3-4 ტაბლეტს დღეში, მაგრამ დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 6 ტაბლეტს.უკუჩვენება
დახურულკუთხოვანი გლაუცომა, ანტიპარკინი ასევე უკუნაჩვენებია ფეხმძიმობიას და ლაქტაციის პერიოდში.
ავადმყოფები რომლებიც მკურნალობენ ანტიპარკინით პრეპარატის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში არ უნდა მართავდენ ავტომობილს.შენახვის პირობები და ვადები
ოთახის ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი
Show More
More Info
Brand
გამა
Country
საქართველო
Generic
levodopa+carbidopa
Dose
250მგ+25მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page