საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით.
გამოყენების ჩვენებები ტკივილი: - ოპერაციის შემდგომი; - მტკივნეული მენსტრუაციები; - ტკივილი ძვლოვანი მეტასტაზების შედეგად სიმსივნეების მქონე პაციენტებში; - ტრავმის შემდგომი.
რევმატული დაავადებები: - რევმატოიდული ართრიტი; - სპონდილოართრიტი (მაანკილოზირებადი სპონდილიტი, ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი); - ნიკრისის ქარი, ფსევდო ნიკრისის ქარი; - ოსტეოართრიტი; - სახსარგარე რევმატიზმი (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის სახსარის კაფსულიტი). რეკომენდებული დოზა მოზრდილები და 15 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: მაქსიმალურად 200 მგ დღე-ღამეში. რეკომენდებულია არ დანიშნოთ ინიექციები 3 დღეზე დიდი ხნით. დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღწევისას კეტონალს ნიშნავენ შიგნით მისაღებად.
უკუჩვენებები - მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენისა ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; - ანამნეზში ბრონქიალური ასთმის, ჭინჭრის ციებ-ცხელების, რინიტის, ბრონქოსპაზმის ან ალერგიული ტიპის რეაქციების არსებობა კეტოპროფენის ან მსგავსი მოქმედი ნივთიერებების გამოყენების შემდეგ, როგორებიცაა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (შემდგომში აასპ) ან სალიცილატები (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა); - მძიმე ფორმის გულის უკმარისობა; - ტკივილის მკურნალობა ოპერაციის შემდგომ პერიოდში აორტოკორონარული შუნტირების (აკშ) ოპერაციის შესრულებისას; - პეპტიდური წყლული აქტიურ ფაზაში, ასევე კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია ანამნეზში; - კუჭ-ნაწლავური, ცერებროვასკულარული ან სხვა აქტიური სისხლდენა; - ქრონიკული დისპეპსია ანამნეზში; - თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევა; - ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა; - სისხლდენისკენ მიდრეკილება; - ორსულობის ბოლო ტრემესტრი (იხ. „ორსულობა და ძუძუთი კვება“); - 15 წლამდე ასაკის ბავშვები; - სისხლის შედედების დარღვება ან მიმდინარე მკურნალობა ანტიკოაგულანტებით.