KefenTech 30mg #7

KefenTech 30mg #7

კორეის რესპუბლიკა

ჯი ეი ფარმაციუტიკალსი
About Product
შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: 1 პლასტირი შეიცავს 30 მგ. კეტოპროფენს;
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, იზოპროპილმირისტატი, ალკილაკრილატის და ვინილაცეტატის კოპოლიმერი, ტოკოფეროლის აცეტატი, კონცენტრირებული გლიცერინი, უწყლო ეთანოლი. დამხმარე ნივთიერებები დატანილია სპეციალურ ქსოვილზე.

გამოშვების ფორმა. ტრანსდერმალური პლასტირი.
პლასტირი - სპეციალური ქსოვილის ფუძეზე, რომელზეც დატანილია გამჭვირვალე პასტა; ზემოდან დაფარულია პოლიმერული ფენის დამცავი ქაღალდით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ანთებისსაწინააღმდეგო, ანტირევმატიული საშუალება.
ჩვენება.
ოსტეოართრიტი ( ასევე რევმატოიდული ართრიტი), რბილი ქსოვილების დაზიანება ( რბილი ქსოვილების ტრავმული დაზიანება, კონტუზია, სპორტული აქტივობისას მიღებული მწვავე უმნიშვნელო დაზიანებები). ტკივილი დაკავშირებული ლოკალიზებულ ქრონიკულ ანთებით დაავადებებთან ( პერი– და ექსტრასახსროვანი რევმატოიდული დაავადებები), ჩონჩხისა და კუნთების დაავადებებისა და მიოფასციალური სინდრომის მკურნალობა.
ართრიტი
ტენდინიტი
პერიტენდინიტი
მიალგია (კუნთების ტკივილი)
ტრავმით გამოწვეული ტკივილი და შეშუპება
მხრის პერიარტიკულარული ანთება
მხრის ძვლის ეპიკონდილიტი

უკუჩვენებები:
კეფენტეკი პლასტირი წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში კეტოპროფენის და სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების ( აგრეთვე პლასტირის შემადგენელი დამხმარე ინგრედიენტების) მიმართ გამოხატული ჰიპერმგრძნობელობით და აუტანლობით.

განსაკუთრებული მითითებები:
არ გამოიყენოთ პლასტირი დაზიანებულ (ღია ჭრილობა) ან ეგზემატოზურ კანზე. კეფენტეკი პლასტირი არ გამოიყენება ლორწოვან გარსზე და თვალზე.

ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის რეაქციაზე ზემოქმედება:
არ არის გამოკვლეული,თუმცა პლასტირის ნებისმიერი უარყოფითი ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ნაკლებად არის მოსალოდნელი.

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული, რადგან მონაცემები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების შესახებ არ არსებობს.

ბავშვთა ასაკი
ბავშვებში კეფენტეკის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციების დარღვევისას.
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მოშლით კვლევები არ არის ჩატარებული.
დოზირება და მიღების წესი.
პლასტირი გამოიყენება ორჯერ დღეში (დილით და საღამოს) დაზიანებულ უბანზე. მკურნალობის ხანგრძლივობა რამოდენიმე დღიდან 2 თვემდე.
კეფენტეკის პლასტირი შესაძლებელია გამოვიყენოთ პერორალურ არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად როგორც დამხმარე თერაპია.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე.
გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ჯი ეი ფარმაციუტიკალსი
Country
კორეის რესპუბლიკა
Generic
ketoprofen
Dose
30მგ
Form
პლასტირი
Quantity
7
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page