Ibuprofen tab 200mg #10

ბელარუსი

ბორისოვო
About Product
აქტიური ნივთიერება: შეიცავს 200 მგ იბუპროფენს.


ჩვენება: ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი. მისი მიღების ჩვენებებია: ტკივილისა და ანთების სიმპტომური მკურნალობა ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: მწვავე ართრიტი (მათ შორის პოდაგრა); ქრონიკული ართრიტი, განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული პოლიართრიტი); მაანკილოზებელი სპონდილიტი და ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატიული დაავადებები; სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების გამწვავება (ართრიტი და სპონდილოართრიტი); შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი რევმატოიდული დაავადება; ტრავმის შემდგომი მტკივნეული შეშუპება და ანთება.

უკუჩვენებები: იბუპროფენის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა; ანამნეზში ასთმური შეტევა, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება ან კანის რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალების მიღების შემდეგ; უცნობი ეტიოლოგიის სისხლწარმოქმნის დარღვევა; კუჭ-თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რეციდივი, მათ შორის ანამნეზში წყლულისა და სისხლდენის სულ მცირე 2 ეპიზოდი; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლდენის ან პერფორაციის ეპიზოდი ანამნეზში, რომელიც დაკავშირებულია არასტეროიდული რევმატიზმის ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ადრე ჩატარებულ მკურნალობასთან; ქალაშიდა ჰემორაგია ან სხვა ტიპის აქტიური სისხლდენა; ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა; გულის უკმარისობა; ორსულობის ბოლო ტრიმესტრი; ბავშვები და 12 წლამდე ასაკის მოზარდები.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება შეფუთვზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.
Show More
More Info
Brand
ბორისოვო
Country
ბელარუსი
Generic
ibuprofen
Dose
200მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page