ibuprofen Denk 400mg tab #100
ibuprofen Denk 400mg tab #100

ibuprofen Denk 400mg tab #100

გერმანია

დენკ ფარმა
About Product
ფარმაკოლოგიური თვისება: არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება, პროპიონიკის მჟავის დერივატი.
ჩვენება: გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური მკურნალობისას; რევმატიზმის სამკურნალოდ; ოპერაციის
შემდგომი შეშუპებისა და ანთების დროს; სახსრისა და ხერხემლის დაავადების სამკურნალოდ.
უკუჩვენება: არ გამოიყენება თუ პაციენტს აღენიშნება კუჭისა და თორმეტგოჯას წყლული ან სხვა სისტემის სისხლდენები; ალერგიულია
პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; ორსულობის ბოლო ტრიმესტრში; ბავშვებსა და მოზარდებში 15 წლამდე;
დოზირება და მიღების წესი: ტკივილის და სიცხის მკურნალობა: ეფექტურ დოზას წარმოადგენს 200-400 მგ იბუპროფენი. მთლიანი
დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 2-3 შემოგარსულ ტაბლეტს დღეში. რევმატიზმის საწინააღმდეგო თერაპიის დროს: იბუპროფენის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1-2 შემოგარსულ ტაბლეტი. ინდივიდუალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 800 მგ-ს (2 ტაბლეტი).
ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას.
გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, იშვიათ
შემთხვევებში სისხდენა, ყაბზობა, გულის უკმარისობა, ასტმური შეტევები.
ურთიერთმოქმედება სხვა მედიკამენტებთან: კომბინირებული მიღებისას, მას შეუძლია გაზარდოს ლითიუმის, ფენიტოინის, დიგოქსინის პლაზმური კონცენტრაცია, შეუძლია შეამციროს დეჰიდრატაციული და არტერიულ წნევაზე მოქმედი პრეპარატების ეფექტი. შეამციროს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების (გულის უკმარისობის და არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებები) ეფექტურობა. ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება ასევე გაზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი. კალიუმის დამზოგველ
პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მომატება.
წარმოების ლიცენზია და მწარმოებელი: დენკ ფარმა გმბჰ კო.კგ. პრინცრეგენტენშტრასე 79, 81675მიუნხენი, გერმანია.
Show More
More Info
Brand
დენკ ფარმა
Country
გერმანია
Generic
ibuprofen
Dose
400მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
100
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page