გაეცანით არკოქსიას სრულ ანოტაციას. დეტალური ინფორმაცია ჩვენებების, დოზირებისა და უკუჩვენებების შესახებ.
მოქმედი ნივთიერება: ეტორიკოქსიბიკლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (აასს)
გარსით დაფარული ტაბლეტები:
60 მგ — მწვანე ფერის;
90 მგ — თეთრი ფერის;
120 მგ — ღია მწვანე ფერის.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ეტორიკოქსიბი წარმოადგენს ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციურ ინჰიბიტორს.
მოქმედება: თერაპიულ კონცენტრაციებში აბლოკირებს პროსტაგლანდინების წარმოქმნას. ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედებით.
თავისებურება: სელექციური დათრგუნვის გამო მცირდება ანთებითი სიმპტომები, ისე, რომ არ აღინიშნება გავლენა თრომბოციტებზე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანზე.
დოზირება: დღეღამური 150 მგ-მდე დოზით გამოყენებისას არ ახდენს გავლენას ცოგ-1-ზე. პრეპარატი გავლენას არ ახდენს კუჭის ლორწოვან გარსში პროსტაგლანდინების გამომუშავებაზე და სისხლდენის დროზე. ჩატარებულ გამოკვლევებში არ აღინიშნა არაქიდონის მჟავის დონის და კოლაგენით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის შემცირება.
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
სრული ან არასრული შეთანწყობა ბრონქულ ასთმასთან, ცხვირის რეციდიული პოლიპოზი;
აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების აუტანლობა (მათ შორის ანამნეზში);
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, კუჭ-ნაწლავიდან აქტიური სისხლდენა;
ცერებროვასკულარული ან სხვა სახის სისხლდენა;
ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი) გამწვავების ფაზაში;
ჰემოფილია და სხვა სახის სისხლის შედედების დარღვ
გულის გამოხატული უკმარისობა (NYHA II-IV);
ღვიძლის გამოხატული უკმარ
თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), თირკმელების პროგრესირებადი დაავადება;
დადასტურებული ჰიპერკალიემია;
აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი;
პერიფერიული არტერიების დაავადება, ცერებროვასკულური დაავადება;
კლინიკურად გამოხატული გულის იშემიური დაავადება;
მყარი არტერიული ჰიპერტენზია (140
ორსულობა და ლაქტაცია;
16 წლამდე ბავშვთა ასაკი.
პრეპარატმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქალების ფერტილობაზე და ამიტომ არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.