Ismijen tab 7mg #10
Ismijen tab 7mg #10

Ismijen tab 7mg #10

საქართველო

ჯი-ემ-პი
About Product
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს ლიოფილიზირებული ბაქტერიული ლიზატის 50 მგ-ს, რომელთაგან 7 მგ ლიზატი შეესაბამება: Staphylococcus aureus - 6 მილიარდი, Streptococcus pyogenes - 6 მილიარდი, Streptococcus viridans - 6 მილიარდი, Klebsiella pneumoniae - 6 მილიარდი, Klebsiella ozaenae - 6 მილიარდი, Haemophilus influenzae B - 6 მილიარდი, Neisseria catarrhalis - 6 მილიარდი, Diplococcus pneumoniae - 6 მილიარდი (ეს უკანასკნელი ბაქტერია შეიცავს სხვადასხვა ტიპს, თითოეულს 1 მილიარდს - TY1/EQ11, TY2/EQ22, TY3/EQ14, TY5/EQ15, TY8/EQ23, TY47/EQ24), და 43 მგ გლიკოკოლი – ლიოფილიზაციის პროცესისთვის.
ჩვენება
ზედა სასუნთქი გზების და ბრონქოპულმონალური ტრაქტის მწვავე, ქვემწვავე, მორეციდივე ან ქრონიკული ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ოტიტი).
ისმიჟენი, იმუნომოდულატორული მოქმედების შედეგად, ამცირებს რესპირატორული დაავადებების სიხშირესა და ინტენსივობას.
აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია ისმიჟენის სხვა სამკურნალო საშუალებებთან (ანტიბიოტიკები და მუკოლიზური საშუალებები) კომბინაციაში დანიშვნა.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
დოზირება და მიღების წესი
ორალური ტაბლეტები ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება ისმიჟენი 7 მგ (1 ტაბლეტი) ენის ქვეშ გასაწუწნად; ბავშვებში 6 თვიდან 12 წლამდე - 3,5 მგ (1/2 ტაბლეტი) ენის ქვეშ გასაწუწნად. მცირე ასაკის ბავშვებში დასაშვებია დაფხვნილი ტაბლეტის გახსნა მცირე რაოდენობის სითხეში (ჩაი, წვენები).
მწვავე პროცესების მკურნალობა: დღეში ერთხელ 1 ტაბლეტი გასაწუწნად (პრეპარატის მიღების შემდეგ საჭიროა კვების შეზღუდვა არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში). ინიშნება ყოველ დღე, მინიმუმ 10 დღის მანძილზე, სიმპტომების გაქრობამდე. თერაპიული კურსი ითვალისწინებს 10 ტაბლეტის მიღებას.
ხანგრძლივი სამკურნალო-პროფილაქტიკური გამოყენება: 1 ტაბლეტი ენის ქვეშ დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში. 20 დღიანი შესვენების შემდეგ, მომავალ თვეში საჭიროა 10 დღიანი კურსის გამეორება. მკურნალობის სრული კურსი, როდესაც მიიღწევა მაქსიმალური იმუნოთერაპიული ეფექტი, შეადგენს 3 თვეს. სრული კურსის ჩასატარებლად საჭიროა ისმიჟენის 30 ტაბლეტის მიღება.
ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება 15-25რC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
10 ან 30 ტაბლეტი ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).
Show More
More Info
Brand
ჯი-ემ-პი
Country
საქართველო
Generic
bacterie liofisil lizat
Dose
7მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page