About Product
საერთაშორისო დასახელება - Pyobacteriophagum liquidum
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ბაქტერიოფაგი
აღწერილობა:
სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერის, გამჭვირვალე, სპეციფიკური გემოს მქონე სითხე.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება
პრეპარატის 1 მლ შეიცავს ბაქტერიების: Streptococcus, Staphylococcus, E.Coli, Pseudomonas aeruginosa, Proteus ფაგოლიზატების სტერილური ფილტრატების ნარევს თითოეული ფაგის ტიტრი არანაკლებ 1X105.
ფარმაცევტული ფორმა:
20 მლ სტერილური ხსნარი შიგნით მისაღებად (per os, per rectum), ადგილობრივი და გარეგანი მოხმარებისთვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სპეციფიკური ანტიბაქტერიული პრეპარატი.
თერაპიული ჩვენებები:
ფაგიო® გამოიყენება ბაქტერიებით (Streptococcus, Staphylococcus, E.Coli, Pseudomonas aeruginosa, Proteus) გამოწვეული ჩირქოვანი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის პაციენტების ყველა ასაკობრივ და მაღალი რისკის ჯგუფებში.
მკურნალობის მიზნით პრეპარატი გამოიყენება:
- ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციების დროს (ცხვირის ღრუსა და წიაღების ანთება, შუა ყურის ანთება, ანგინა, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პლევრიტი);
- ქირურგიულ პრაქტიკაში: დაჩირქებული ჭრილობების, დამწვრობების, აბსცესების, ფლეგმონების, ფურუნკულების, კარბუნკულების, ჰიდრადენიტების, პანარიციუმების, პარაპროქტიტების, მასტიტების, ბურსიტების, ოსტეომიელიტების სამკურნალოდ კომპლექსურ თერაპიაში;
- უროლოგიურ პრაქტიკაში უროგენიტალური დაავადებების დროს (ურეთრიტები, ცისტიტები, პიელონეფრიტები, კოლპიტები, ენდომეტრიტები, სალპინგოოფორიტები);
- საჭმლის მომენელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ კომპლექსურ თერაპიაში (ენტერული ინფექციები, გასტროენტეროკოლიტები, ქოლეცისტიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დისბაქტერიოზი));
- ახალშობილთა ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების დროს (ომფალიტები, პიოდერმია, სეფსისი);
- ზემოთ მითითებული მიკროორგანიზმებით განპირობებული სხვა დაავადებების დროს.
- სეფსისის დროს ფაგიოს გამოყენება კომპლექსურ თერაპიაში მკურნალობას მეტად ეფექტურს ხდის;
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი გამოიყენება:
- ახალი ჭრილობების დასამუშავებლად, როგორც სტაციონარულ, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში;
- ქირურგიაში მანიპულაციებისა და ოპერაციების დროს ჩირქოვანი გართულებების პრევენციისთვის;
- მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების ჩირქოვანი გართულებების პრევენციის მიზნით;
- სამკურნალო დაწესებულებებში ბაქტერიული დაბინძურებისა და შიდაჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკისათვის.
უკუჩვენებები:
პრეპარატის ფლაკონის შიგთავსის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
დოზირება, გამოყენების წესი და მიღების მეთოდი:
ფაგოთერაპიის ეფექტურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის ფაგისადმი (პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ფაგებისადმი) მგრძნობელობის განსაზღვრა. პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენებისას დაავადების ადრეულ ეტაპზე და უშუალოდ ინფექციის კერაზე ზემოქმედების შემთხვევაში.
ფაგიო® ინიშნება ექიმის მიერ: შიგნით მისაღებად (დასალევად, რექტალურად), ადგილობრივად (გამოსავლებად, შესახვევად საფენებისა და/ან ტამპონების სახით), ღრუში შესაყვანად (ჭრილობა, აბსცესი, პლევრალური ღრუ, სახსარი, ცხვირი და ცხვირის ღრუს დანამატები, ყური, შარდის ბუშტი, საშო-საშვილოსნო).
ლოკალური დაზიანებით მიმდინარე ჩირქოვან-ანთებითი პროცესის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება ერთდროულად, როგორც ადგილობრივად, ისე დასალევად (per os). მკურნალობის პერიოდი საშუალოდ 5-10 დღე გრძელდება.
დოზირება განისაზღვრება:
დაზიანებული ადგილის ზომით და/ან მოცულობით. ინფიცირებულ ღრუში პრეპარატი შეიყვანება მისი ჩირქისგან განთავისუფლებისა და დრენირების შემდეგ, ექიმის მიერ სტერილიზაციის პირობების სრული დაცვით. შესაყვანი პრეპარატის რაოდენობა შედარებით ნაკლები უნდა იყოს ამოღებული ჩირქის რაოდენობაზე. მომდევნო დღეებში პრეპარატი ღრუში შეიყვანება დრენაჟის მეშვეობით, პროცედურა ტარდება დღეში ერთხელ, 3-5 დღის განმავლობაში.
Show More
More Info
154321
Generic
bacterie liofisil lizat