საერთაშორისო დასახელება - D-Manosa,Saccharomyces cerevisiae ■ წამლის ფორმა და შეფუთვა: ფხვნილი პაკეტებში სუფთა წონა: 1) 7 პაკეტი, ყოველი პაკეტი შეიცავს 3.29 გ ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად (23.03 გ).
რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1 პაკეტს. Newclean-Uro არის საკვები დანამატი, რომლის შემადგენლობაში შედის:
D- მანოზა; ცოცხალი ლიოფილიზებული საფუარის კულტურა Saccharomyces cerevisiae var boulardii I-3799; ერთი პაკეტის შიგთავსი გახსენით 100მლ წყალში. მიიღეთ ახლად მომზადებული. Newclean-Uro-ს მიღება რეკომენდირებულია საღამოს, ძილის წინ ცარიელ კუჭზე. დამატებით წყლის მიღება საჭირო არ არის . გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პაკეტი შეიძლება გაიბეროს, რაც ნორმალურია. 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების და მოზრდილების შემთხვევაში: ყოველდღიურად 1 პაკეტი. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ ყოველდღიურ დოზას. საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. მნიშვნელოვანია დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება. მიღების ჩვენებები:
საშარდე გზების ინფექციები, შარდის ბუშტისა და ურეთრის ინფიცირება (ურეთრიტი, პროსტატიტი, ცისტიტი, ვულვიტი, ვაგინიტი) საშარდე გზების ინფექცურ-ანთებითი დაავადებები ორსულობის პერიოდში ბაქტერიურია, პროტეინურია მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი (კომპლექსური მკურნალობა) საშარდე გზების ინფექციების რეციდივი საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომპლექსში უროლითიაზი (პროფილაქტიკა, კომპლექსური მკურნალობა) *დარტყმითტალღოვანი ლითოტრიფსიის შემდგომი პერიოდი დიაბეტური ნეფროპათია. შეფუთვაზე აღნიშნული პიქტოგრამები არის მარტივი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ პროდუქტი სწორად.
პიქტოგრამების მნიშვნელობა:
ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას. ფხვნილი გახსენით წყალში. ■ უსაფრთხოების ზომები
აღნიშნული პროდუქტის მიღებამდე ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მყოფმა პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს. ჰიპერ- და ჰიპოგლიკემიის მქონე პაციენტებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ სისხლში გლუკოზის დონე. იშვიათ შემთხვევებში, D- მანოზამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი თხელი განავალი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების გამოყოფის გახშირება. ■ შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას, 15-25 oC-ზე დაბალ ტემპერატურის პირობებში. პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.