Yomogi caps 250mg #10

Yomogi caps 250mg #10

გერმანია

არდეიფარმა
About Product
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 250 მგ 10ც კაფსულა 1 კაფსულა შეიცავს: Saccharomyces boulardii-დან (სინონიმი: Saccharomyces cerevisae HANSEN CBS 5926) გამოყოფილი 250 მგ მშრალი საფუარი, რომელიც შეესაბამება 2.5X109 სიცოცხლისუნარიან უჯრედებს
ჩვენებები: მწვავე ინფექციური დიარეა (ბაქტერიული ან ვირუსული);
ანტიბიოტიკების მიღებით განპირობებული დიარეის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
Clostridium difficile- თი გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტის და რეციდივული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
აკნე.
მიღების წესები და დოზები: 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში. საპროფილაქტიკოდ მოგზაურობის დაწყებამდე 5 დღით ადრე 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში. აკნეს სამკურნალოდ 3 კაფსულა დღეში. კაფსულები მიიღება საკმაო რაოდენობის სითხესთან (1 ჭიქა წყალთან) ერთად. მკურნალობა გრძელდება დიარეის შეწყვეტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. ქრონიკული აკნეს შემთხვავაში, რეკომენდებულია იომოგის მიღება რამდენიმე კვირის განმავლობაში. გვერდითი მოვლენები: ერთეულ შემთხვევაში აღწერილია: ქავილი, ურტიკარია, კანის ანთებითი რეაქცია, კვინკეს შეშუპება. უკუჩვენება: * საფუარის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის მიღების პერიოდში განავლის მიკრობიოლოგიური ანალიზის გაკეთებისას, აუცილებელია ლაბორატორიის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ პაციენტი იღებს Saccharomyces bourlardii- ს პრეპარატს, ცრუ-პოზიტიური შედეგების თავიდან ასაცილებლად. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ანტიმიკოზური საშუალებების და იომოგის ერთდროული მიღება იწვევს მისი მოქმედების შემცირებას. იომოგთან ერთად მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორების გამოყენებისას, შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება. აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
Show More
More Info
Brand
არდეიფარმა
Country
გერმანია
Generic
saccharomyces cerevisiae var boulardii+D-manosa
Dose
250მგ
Form
კაფსულა
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page