საერთაშორისო დასახელება - comb. drug კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები სიმსუბუქე და კომფორტი ჭამის შემდეგ მონო ან კომპლექსური თერაპია ნაწილობრივი ან სრული ფერმენტული დეფიციტის დროს. ორი ტაბლეტის შემადგენლობაში შედის აქტიური ინგრედიენტები დიასტაზა A.oryzae 200 მგ გააქტივებული ნახშირი 150 მგ პაპაინი 120 მგ
ფაროენზიმ ეიჩ ბის ზუსტად ბალანსირებული კომბინაცია უზრუნველყოფს ზოგიერთი ფერმენტების ნაწილობრივი ან სრული დეფიციტის დროს საკვების ნორმალურ გადამუშავებას.
ფერმენტი დიასტაზა მიიღება Aspergillius oryzae (A.oryzae ) შტამის კულტივირებით . იგი შეიცავს ამილაზების ორ ტიპს , კერძოდ ალფა ამილაზას და ბეტა ამილაზას. ამ ამილაზებს გააჩნიათ სახამებლის გადამამუშავებელი ძლიერი მოქმედება. აგრეთვე გამოირჩევა გარკვეული პროტეაზული და ლიპაზური აქტივობით ალფა ამილაზა ავლენს მაღალ ეფექტურობას როგორ კუჭის წვენის მჟავა, ასევე ნაწლავების ტუტე გარემოში ph 3.5 – 8.5 გარემოში და ასტიმულირებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების დაშლას.
პაპაინი –პროტეოლიზური ფერმენტი Carica Papaya, წარმოადგენს დაუმწიფებელი ხილის წვენიდან დამზადებული ენზიმების ნარევს. იგი ძირითადად პროტეოლიზურ ფერმენტებს: პაპაინს და ქიმოპაპაინს, რომლებიც ახდენენ პოლიპეპტიდების, ამიდების და ეთერების ჰიდროლიზს. მისი მოქმედება წააგავს ბუნებრივი ფერმენტული პეფსინის მოქმედებას. პაპაინის უპირატესობა პეფსინთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ იგი აქტიურია როგორც მჟავა ისე ტუტე გარემოში.
გააქტივებული ნახშირი ძლიერი ადსორბენტი და დეტოქსიკანტი ნივთიერებაა . მისი ფორებიანი ზედპირი შთანთქავს აირს და არა საკმარისად ხსნად ნივთიერებებს . იგი ამცირებს ნაწლავში აირების მოცულობას და ამით იწვევს მეტეორიზმის და აბდომინური შებერვის სიმპტოემბის შემცირებას . იგი ნაჩვენებია მეტეორიზმის, დიარეის და გასტრო–ინტესტინური დისტრესის მოსახსნელად, რომლებიც დაკავშირებულია საჭმლის მონელების დარღვევასთან და რომელსაც თან ახალავს სპაზმები და სუნი
ჩვენება: • მონო ან კომპლექსური თერაპია გამოწვეული ნაწილობრივი ან სრული ფერმენტული დეფიციტის დროს. (ქრონიკული პანკრეატიტი, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, თირკმლების პათოლოგია) • კუჭის გადავსების შეგრძნება, გულისრევა, რეგურგიტაცია გამოწვეული არასწორი კვებით ან ზედმეტი საკვებით. • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ჰიპომოტორიკია • საჭმლის მონელების დარღვევის ისეთი სიმპტომები, რომლებიც გამოხატულია დისპეფსიით , შებერვით , ბოყინით , მეტეორიზმით , აბდომინური დისკომფორტით და სიმძიმის შეგრძნებით. • პრეპარატი გამოყენება მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული და ენდოსკოპიური კვლევის წინ.
უკუჩვენება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია: ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.