Colin caps 40mg #30

Colin caps 40mg #30

საქართველო

ავერსი-რაციონალი
About Product
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: სიმეთიკონს-40მგ. დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი. კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171), Brilliant Blue FCF (E 133).

ჩვენება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების ჭარბი წარმოქმნა და დაგროვება (მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის შებერილობა, აეროფაგია, რემხელდის სინდრომი, პოსტოპერაციულ პერიოდში გაზების წარმოქმნა); რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი და ინსტრუმენტული მეთოდებით მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოების კვლევის მოსამზადებელი პერიოდი; ტენსიდებით, სინთეტიკური სარეცხი საშუალებებით მოწამვლა.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ნაწლავების გაუვალობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები. ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება: რეკომენდებული არ არის პრეპარატის ხანგრძლივი მიღება  დიდი დოზებით ანტაციდებთან ერთად.

მიღების წესი და დოზირება: კოლინი მიიღება შიგნით (პერორალურად) საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში-ძილის წინ.
მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზემოთ ინიშნება 1-2 კაფსულა ან 25-50 წვეთი 3-5-ჯერ დღეში, ჩვილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში-10-15 წვეთი 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ. სუსპენზია მიღების წინ უნდა შეინჯღრეს!
დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად: გამოკვლევის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე მიიღება 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში და 2 კაფსულა დილას გამოკვლევის დღეს უზმოზე, ან 50 წვეთი 3-ჯერ დღეში, გამოკვლევამდე 2 დღის განმავლობაში, 50 წვეთი უზმოზე, დილით, გამოკვლევის დღეს და 50 წვეთი უშუალოდ გამოკვლევის წინ. სინთეტიკური სარეცხი საშუალებით მოწამვლის დროს კოლინის დოზა განისაზღვრება ინტოქსიკაციის სიმძიმით (არა ნაკლებ 320მგ).

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი (ცალკეულ შემთხვევებში). იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია: შესაძლებელია კოლინის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმის რეკომენდაციით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აბსორბციის არარსებობის გამო მისი ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედება და დედის რძეში გადასვლა არ არის მოსალოდნელი.

განსაკუთრებული მითითებები: კოლინის სუსპენზია არ შეიცავს საქაროზას, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტით ან საჭმლის მონელების დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში.

შეფუთვა: 10 კაფსულა ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: კაფსულა: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: კაფსულა: გაუმჭვირვალე, მყარი ჟელატინის კაფსულა თეთრი ფერის კორპუსითა და ლურჯი ფერის თავსახურით, შევსებული თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის ფხვნილით;

გამოშვების ფორმა: კაფსულა, 40მგ.

ვარგისობის ვადა: კაფსულა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი).
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
საქართველო
Generic
simethicone
Dose
40მგ
Form
კაფსულა
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page