About Product
შიგნით მისაღები ანუ ორალური გამოყენებისთვის:
შემადგენლობა: თითო კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება-სიმეტიკონი 240მგ; დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გლიცერინი (E-422) და გასუფთავებული წყალი.
ჩვენება: სიმეტიკონი ფიზიოლოგიურად ნეიტრალური ნაერთია, რომელსაც არ ახასიათებს ფარმაკოლოგიური აქტივობა. იგი მოქმედებს ნაწლავებში არსებული აირების ზედაპირული დაჭიმულობის შეცვლის გზით და იწვევს მათ შებოჭვას და გამოდევნას. სიმეტიკონი არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსში და გამოიყოფა შეუცვლელი სახით ფეკალურ მასებთან ერთად.
გამოიყენება მუცლის შებერილობის (მეტეორიზმი) სიმპტომური მკურნალობისთვის ზრდასრულებსა და 15 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში.
უკუჩვენება: თუ პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა სიმეტიკონის ან პრეპარატის შემადგენელი დამხმარე კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები: დიალაკი ფორტეს 10 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ სიმპტომების გახანგრძლივების ან გაუარესების, ასევე ყაბზობის გახანგრძლივების შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: კვლევები სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესასწავლად არ ჩატარებულა.
დიალაკი ფორტეს მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად: პრეპარატის მიღება საკვებთან ან სასმელთან ერთად არ ახდენს გავლენას მის ეფექტურობაზე.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის აბსორბცია არ ხდება კუჭ-ნაჭლავის ტრაქტში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
მიღების წესი: გამოყენების წესი და დოზირება-მიღების სიხშირე: მიიღება 1 კაფსულა ყოველი ძირითადი კვების შემდეგ (საუზმე და სადილი) ერთ ჭიქა წყალთან ერთად. დაუშვებელია მაქსიმალური დღიური დოზის (3 კაფსულა) გადაჭარბება. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღემდე.
დოზის გადაჭარბება: ვინაიდან პრეპარატი არ აბსორბირდება, რეკომენდებულზე გაცილებით მაღალი დოზით მედიკამენტის მიღების შემთხვევაშიც კი, გვერდითი მოვლენები ნაკლებ სავარაუდოა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვება: დოზის გამოტოვების შემთხვევაში გაორმაგებული დოზა არ მიიღება. დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:მსხვა ყველა პრეპარატის მსგავსად დიალაკი ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს გვერ
დითი მოვლენები, მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.
სიმეტიკონის მიღების პერიოდში გამოვლენილ იქნა შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე ზუსტად დადგენილი არ არის: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში. მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა-სახის ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება. კვინკეს შეშუპება, კანზე გამონაყარი, ქავილი. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 30C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 20 რბილი ჟელატინის კაფსულა.
სავაჭრო ლიცენზიის-რეგისტრაციის მფლობელი: ჯიემ ფარმაცეუტიკალს (GM Pharmaceuticals Ltd.), საქართველო.
მწარმოებელი: ლაბორატორიოს ალკალა ფარმა, ს.ლ. (Laboratorios Alcala Farma, S.L.), ესპანეთი.
Show More