Vizorel eye/ear drops 5ml #1
Vizorel eye/ear drops 5ml #1

Vizorel eye/ear drops 5ml #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
შემადგენლობა: თვალის-ყურის წვეთები. პრეპარატის 1მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: დექსამეტაზონი 1.0მგ, ნეომიცინი (სულფატის ფორმით) 3.5მგ, პოლიმიქსინ B სულფატი 6000სე; დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.

ჩვენება: თვალის მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული დაავადებები: ბლეფარიტი; კონიუნქტივიტი; კერატიტი; ირიდოციკლიტი; თვალის წინა სეგმენტის პოსტ-ოპერაციული ანთებითი პროცესების პროფილაქტიკა. მწვავე და ქრონიკული გარეთა და შუა ოტიტები; სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებები.

უკუჩვენება: კერატიტები, რომლის გამომწვევია Herpes simplex (დენდრიტული კერატიტი); რქოვანას და კონიუნქტივას ვირუსული დაავადებები (მათ შორის ჩუტყვავილა); თვალის მიკობაქტერიული ინფექციები; თვალის სოკოვანი დაავადებები; ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; პრეპარატი არ ინიშნება რქოვანადან უცხო სხეულის მოცილების გაურთულებელი შემთხვევების შემდეგ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ვიზორელის თვალის-ყურის წვეთებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც დექსამეტაზონთან, ასევე ანტიბაქტერიულ კომპონენტებთან, აგრეთვე მათი თანხვედრით. ალერგიული რეაქციები: ქავილი, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივის შეწითლება (განპირობებულია ანტიბიოტიკების მოქმედებით).

დოზირება და გამოყენების წესი: თვალის-ყურის წვეთებს მსუბუქი ფორმის ინფექციების დროს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთს 4-6-ჯერ დღე-ღამეში. რთული ფორმების დროს თვალის წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველ საათში. სიმპტომების შესუსტების შემთხვევაში შესაძლოა შეამცირონ მიღების ჯერადობა. გარეთა ყურის ინფექციების დროს 4 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში; შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებების და ინფექციური ოტიტების დროს 4-10 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში.

მიღების თავისებურებანი: პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების 10 დღეზე მეტ ხანს გამოყენებისას, აუცილებელია თვალშიგა წნევის რეგულარული ტონომეტრია; მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება.
პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
ვიზორელის თვალის-ყურის წვეთების შემცველი ფლაკონი გამოყენების წინ უნდა შეინჯღრეს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულებში შესაძლებელია მკურნალი ექიმის დანიშნულებით.
ლაქტაციის დროს უნდა გადაწყდეს ბუნებრივი კვების შეწყვეტის საკითხი.

გამოშვების ფორმა: ვიზორელი თვალის-ყურის წვეთები გამოდის 5მლ-იან პლასტიკურ საწვეთურიან ფლაკონში HDPE-LDPE თავსახურით. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25?, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პირველი გახსნის შემდეგ ვარგისია 4 კვირის განმავლობაში.

წამლის ფორმა: თვალის-ყურის წვეთები.

აღწერილობა: უსუნო, თეთრი მიკროდისპერსიული სუსპენზია.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
თურქეთი
Generic
dexamethasone+neomycin+polymyxin B
Form
წვეთები თვალის/ყურის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page