Levoflaxacin eye drops 5mg/ml 5.0
Levoflaxacin eye drops 5mg/ml 5.0

Levoflaxacin eye drops 5mg/ml 5.0

ბანგლადეში

დრაგ ინტერნაციონალი
About Product
ლევოფლოქსაცინი

შემადგენლობა
თითოეული 5 მლ შეიცავს 25 მგ USP ლევოფლოქსაცინს.

თერაპიული ჩვენებები
ლევოფლოქსაცინი 5 მგ/მლ თვალის წვეთები ნაჩვენებია ბაქტერიული თვალის ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისთვის ≥1 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც გამოწვეულია ლევოფლოქსაცინზე მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (იხილეთ ნაწილი 4.4 და 5.1).
ლევოფლოქსაცინი 5 მგ/მლ ნაჩვენებია ზრდასრულებში ბავშვებში ≥1-დან 12 წლამდე და მოზარდებში 12-დან 18 წლამდე.
გასათვალისწინებელია ოფიციალური მითითებები ანტიბაქტერიული აგენტების სათანადო გამოყენების შესახებ.

დოზირება
პაციენტისთვის, ფხიზელ მდგომარეობაში, ჩააწვეთეთ ერთი-ორი წვეთი დაზიანებულ თვალ(ებ)ში ყოველ ორ საათში, 8-ჯერ დღეში, პირველი ორი დღის განმავლობაში, შემდეგ ოთხჯერ დღეში, 3-დან 5 დღემდე.
იმ შემთხვევაში თუ გამოიყენება, ადგილობრივი გამოყენების სხვა თვალის მედიკამენტები, აუცილებელია, ჩაწვეთების შორის ინტერვალის დაცვა, არანაკლებ 15 წუთისა.
საწვეთურის წვერის და ხსნარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, საწვეთურის წვერი არ უნდა შედიოდეს კონტაქტში ქუთუთოებთან ან მიმდებარე უბნებთან.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და ინფექციის კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ მიმდინარეობაზე. ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა გრძედება 5 დღე.
უსაფრთხოება და ეფექტურობა რქოვანას წყლულის და ახალშობილთა ოფთალმიის სამკურნალოდ დადგენილი არ არის.
ლევოფლოქსაცინი 5 მგ/მლ არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო.
პედიატრიული პოპულაცია
დოზირება ერთნაირია მოზრდილებში და ბავშვებში ≥ 1 წელზე.
ლევოფლოქსაცინის 5მგ/მლ უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილია ≥1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
ლევოფლოქსაცინის 5 მგ/მლ-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი.
მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
გამოყენება ხანდაზმულებში
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ადმინისტრირების მეთოდი
ოკულარული გამოეყენებისთვის.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას:
ინახება 30რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან. შეინახეთ ყველა მედიკამენტები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ბოთლის პირველი გახსნის შემდეგ: გამოიყენება 28 დღის განმავლობაში და ინახება 2-8 რC ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
დრაგ ინტერნაციონალი
Country
ბანგლადეში
Generic
levofloxacin
Dose
5მგ/1მლ
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page