About Product
შემადგენლობა: 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შიგნით მისაღები (პერორალური გამოყენებისთვის): ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: 500მგ ლევოფლოქსაცინის ექვივალენტური 512.30მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი. შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, PVP K30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, HPMC, PEG 4000, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
ჩვენება:კაპოქსინი გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ: სინუსების; ფილტვების, ადამიანებში სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემებით ან პნევმონიით; საშარდე ტრაქტის, თირკმელების ან შარდის ბუშტის ჩათვლით; პროსტატის ჯირკვალის, როდესაც პაციენტს აქვს ხანგრძლივად მიმდინარე ინფექცია; კანის და კანქვეშა ქსოვილის, კუნთების ჩათვლით. ზოგჯერ უწოდებენ ,,რბილ ქსოვილებს”. ზოგიერთ განსაკუთრებულ სიტუაციაში, კაპოქსინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფილტვის დაავადების (რომელსაც ეწოდება ციმბირის წყლული) განვითარების შანსების შესამცირებლად, ან დაავადების გამწვავების შესამცირებლად იმის შემდეგ რაც პაციენტს აღენიშნება ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერიების ზემოქმედება.
კაპოქსინი ტაბლეტები ინიშნება შიგნით ანუ პერორალურად. კაპოქსინის ერთ კოლოფში მოთავსებულია აპკიანი გარსით დაფარული 7 ტაბლეტი, რომლებიც შეიცავს 500მგ ლევოფლოქსაცინს. დოზის კორექტირებისთვის შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ზოლზე.
უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიც არის მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქციის სიმპტომები მოიცავს: ქავილი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება; თუ მხედველობა გაუარესდა ან თუ პაციენტს ეჩვენება, რომ მის თვალებზე სხვაგვარად მოქმედებს, დაუყოვნებლივ საჭიროა კონსულტაციის გავლა თვალის სპეციალისტთან. თუ ოდესმე ჰქონიათ ეპილეფსია; თუ ოდესმე ჰქონიათ მყესების პრობლემა, როგორიც არის ტენდინიტი, რომელიც დაკავშირებული იყო ,,ქინოლონურ ანტიბიოტიკებთან“. თუ პაციენტი არის ბავშვი ან მოზარდი; თუ არის ორსულად, შესაძლოა იყოს ორსულად, ან ფიქრობს, რომ დაორსულდა; იმყოფება ლაქტაციის პერიოდში. აღნიშნული პრეპარატი არ მიიღება, თუ რომელიმე ჩამოთვლილი ეხება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, კაპოქსინის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
შენახვის წესი: კაპოქსინი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25C.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
Show More