Azarex eye drops1mg/ml 5ml in vial
Azarex eye drops1mg/ml 5ml in vial

Azarex eye drops1mg/ml 5ml in vial

რუმინეთი

რომფარმ კომპანი
About Product
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ოლოპატადინი
სამკურნალწამლო ფორმა თვალის წვეთები
შემადგენლობა
1 მლ პრეპარატი შეიცავს
აქტიური კომპონენტი: ოლოპატადინის ჰიდროქლორიდი 1.1 მგ, 1.0 მგ ოლოპატადინზე გაან-გარიშებით.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმ ფოსფატ დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, 1 მ ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი / 1 მ მარილმჟავას ხსნარი, გასუფთავებული წყალი.
აღწერა:
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება - H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკერი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აზარექსი წარმოადგენს ძლიერ სელექციურ ალერგიის საწინააღმდეგო/ანტიჰისტამინურ პრეპარატს, რომლის ფარმაკოლოგიური ეფექტებიც ვითარდება მოქმედების განსხვავებული მექანიზმების შედეგად.
წარმოადგენს ჰისტამინის ანტაგონისტს (ადამიანის ალერგიული რეაქციის მთავარი მედიატორი) და ხელს უშლის ჰისტამინის მიერ ანთებითი ციტოკინების გამოთავისუფლებას კონიუნქტივის ეპითელურ უჯრედებში. Iნ ვიტრო გამოკვლევების შედეგად სავარაუდოა კონიუნქტივას ღრუბლისებრი ურეჯდების მიერ ანთების მედიატორების გამოთავისუფლება.
გამავალი ცხვირ-ცრემლის არხის მქონე პაციენტებში აზარექსის ადგილობრივი გამოყენება კონიუნქტივურ პარკში ინსტილაციის სახით იძლეოდა ცხვირის მხრივ სიმპტომების შემცირების საშუალებას, რაც ხშირად ახლავს სეზონურ ალერგიულ კონიუნქტივიტს.
ოლოპატადინი კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს გუგის დიამეტრზე.გამოყენების ჩვენება

სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომების მკურნალობა.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 3 წლამდე ასაკი.
სიფრთხილით
“მშრალი თვალის” სინდრომის და რქოვანას დაავადებების მქონე პაციენტებში.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ფერტილობა
ოლოპატადინის ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენების გავლენის კვლევა ადამიანის ფერტილობაზე არ ჩატარებულა.
ორსულობა
ორსულ ქალებში ოლოპატადინის ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების ცნობები არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველების კვლევებში მიღებულია მონაცემები ოლოპატადინის ტოქსიკური გავლენის შესახებ რეპროდუქციულ ფუნქციაზე სისტემური გამოყენებისას.
ოლოპატადინის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის პერიოდში და რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის მეთოდებს.
ლაქტაციის პერიოდი
ცხოველებში გამოყენებისას აღინიშნა ოლოპატადინის ექსკრეცია ლაქტატში. არ შეიძლება გამოირიცხოს ახალშობილების და ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვების რისკი. ლაქტაციის პერიოდში აზარექსის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
ადგილობრივად.
იწვეთებენ 1 წვეთს დაზიანებული თვალის კონიუნქტივის პარკში, 2-ჯერ დღეში (8 საათიანი ინტერვალით).
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 4 თვეს.
აუცილებლობისას პრეპარატის გამოყენება შეიძლება სხვა პრეპარატებთან ერთად. ამ შემთხვევაში მათ გამოყენებას შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს.
ხანდაზმული ადამიანები
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია აუცილებელი არ არის.
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები.
აზარექსიK შეიძლება გამოიყენონ მოზრდილების დოზირებით.
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა
ოლოპატადინის თვალის წვეთების სახით გამოყენებისას არ ჩატარებულა კვლევები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პირებში. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელი არ არის, რომ აუცილებელი იქნება დოზის კორექცია თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
ოლოპატადინი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე. იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ ჩაწვეთების შემდეგ აღინიშნება მხედველობის დაბინდვა, აუცილებლად უნდა დაელოდონ მხედველობის სიმკვეთრის აღდგენას სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვამდე.
გამოშვების ფორმა
თვალის წვეთები 1 მგ/მლ.
5 მლ პოლიმერულ ფლაკონ-საწვეთურში, დახურული პოლიმერული თავსახურით, დამცავი რგოლით. ერთი ფლაკონი-სფლაკონის ბოლოები არ უნდა შეეხოს ქუთუთოებს, აგრეთვე თვალის ახლოს მიდამოს და სხვა ზედაპირს პრეპარატის მიკრობებით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. პრეპარატის გამოყენების შემდეგ თავსახური მჭიდროდ უნდა დაეხუროს.
Show More
More Info
Brand
რომფარმ კომპანი
Country
რუმინეთი
Generic
olopatadine
Dose
1%
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page