Patadine plus solution 0.2% 5ml #1
Patadine plus solution 0.2% 5ml #1

Patadine plus solution 0.2% 5ml #1

პერუ

ვიტალინე
About Product
საერთაშორისო დასახელება - Olopatadinum
შემადგენლობა:
ყოველი მლ შეიცავს:
ოლოპატადინის ჰიდროქლორიდი - 2.22 მგ
რაც 2.00 მგ ოლოპატადინის ექვივალენტურია
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, უწყლო ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, ორნატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 20, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი q.s .
კლინიკური ფარმაკოლოგია

მოქმედბის მექანიზმი
ოლოპატადინი არის H1-რეცეპტორების სელექციური ანტაგონისტი და პოხიერი უჯრედებიდან ჰისტამინის გამონთავისუფლების ინჰიბიტორი. ასევე გამოვლინდა ქემოტაქსისის შემცირება და ეოზინოფილების აქტივაციის დათრგუნვა.

ჩვენება:
პატადინ პლიუსი 0.2 % ნაჩვენებია ალერგიულ კონიუქტივიტთან დაკავშირებული თვალის ქავილის სამკურნალოდ.
პრეპარატის და საკვების ურთიერთქმედება
ინფორმაცია არ არის მოცემული

საწვეთურის წვერის და ხსნარის დაბინძურება
როგორც ნებისმიერი თვალის წვეთების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ხსნარის და საწვეთურის წვერის დაბინძურების პრევენცია, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, ბოთლის საწვეთურის წვერის შეხება არ უნდა მოხდეს ქუთუთოებზე ან გარშემო ადგილზე. კარგად მოუჭირედ ბოთლის თავსახური როდესაც არ იყენებთ.

კონტაქტური ლინზების გამოყენება
თვალის სიწითლის შემთხვევაში პაციენტმა არ უნდა გამოიყენოს კონტაქტური ლინზები.
პატადინ პლიუსი 0.2 % (ოლოპატადინის ჰიდროქლორიდის ოფთალმოლოგიური ხსნარი) არ გამოიყენება კონტაქტური ლინზებით გამოწვეული თვალის გღიზიანების შემთხვევაში. რბილი კონტაქტური ლინზებით შეიძლება მოხდეს პატადინ პლიუსის 0.2 %, ბენზალკონიუმის ქლორიდის შეწოვა. პაციენტები რომლებიც იყენებენ რბილ კონტატურ ლინზებს და თვალები არ უწითლდებათ, პატადინ პლიუსი 0.2 % -ს ჩაწვეთების შემდეგ კონტაქტური ლინზების გაკეთებამდე უნდა მოიცადონ ათი წუთი.

გამოყენების ინსტრუქცია
ა. დაიბანეთ ხელები, დაჯექით ან დადექით კომფორტულად.
ბ. მოხსენით გარე დამცავი ხუფი (შეგიძლიათ გადააგდოთ)
გ. მოხსენით შიდა ბუნიკი. გეჭიროთ შიდა ბუნიკი
დ. თითით ქვემოთ ჩამოწიეთ დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო.
ე. საწვეთური მიიტანეთ თვალთან ისე რომ არ შახოთ თვალს.
ვ. ფრთხილად მოუჭირეთ ხელი ფლაკონს, ისე რომ ერთი წვეთი ჩაიწვეთოთ თვალში და შემდეგ აიღეთ თითი ქვედა ქუთუთოდან.
ზ. პატადინ პლიუსი 0.2% ოფთალმოლოგიური ხსნარის გამოყენების შემდეგ თითი დააჭირეთ თვალის კუთხეში, ცხვირთან ახლოს 2 წუთის განმავლობაში. ეს ხელს შეუშლის ოლოპატადინის მთელ ორგანიზმში გადასვლას.
თ. გაიმეორეთ იგივე ეტაპები მეორე თვალში ჩაწვეთებისას ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ი. ყოველი გამოყენების შემდეგ შეცვალეთ საწვეთურის თავი.
თუ თქვენ იყენებთ პატადინ პლიუსი 0.2% ოფთალმოლოგიურ ხსნარს სხვა თვალის წვეთებთან ერთად, მაშინ პატადინ პლიუსი 0.2% ოფთალმოლოგიურ ხსნარის და თვალის ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატების ჩაწვეთებებს შორის მოიცადეთ მინიმუმ 5 წუთი.
შეუთავსებლობა
ინფორმაცია არ არის მოცემული

უარყოფითი რეაქციები:
შემთხვევების დაახლოებით 10%-ში აღინიშნა ფარინგიტის და გაციების მსგავსი სინდრომი. 5% ან ნაკლებში აღინიშნა შემდეგი უარყოფითი რეაქციები:
თვალისმიერი: ბუნდოვანი ხედვა, წვა ან გამაღიზიანებელი ტკივილი, კონიუქტივიტი, თვალის სიმშრალე, უცხო სხეულის შეგრძნება, ჰიპერემია, ჰიპერმგრძნობელობა, კერატიტი, ქუთუთოს შეშუპება, ტკივილი და თვალის ქავილი.
არათვალისმიერი: ასთენია, ზურგის ტკივილი, გრიპის სინდრომი, თავის ტკივილი, მომატებული ხველა, ინფექცია, გულისრევა, რინიტი, სინუსიტი და გემოს შეცვლა.
ამ მოვლენების ნაწილი იყო ძირითადი დაავადების მსგავსი.
პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ თუ მათ შეექმნებათ ნებისმიერი სახის დისკომფორტი ან შესაძლო უარყოფითი რეაქცია რომელიც არ არის აღწერილი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს და გაარკვიოს შეიძლება თუ არა მკურნალობის გაგრძელება პატადინ პლიუსის 0.2% ოფთალმოლოგიური ხსნარით.
Show More
More Info
Brand
ვიტალინე
Country
პერუ
Generic
olopatadine
Dose
0.2%
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page