About Product
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება - მეთფორმინი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და ნივთიერებათა ცვლა. სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტისას. პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ გლუკოზის დონეს სისხლში, ინსულინის გარდა. ბიგუანიდები. მეთფორმინი.
გამოყენების ჩვენებები
• 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა და რისკის შემცირება მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჭარბი წონა, გლუკოზის მიმართ ტოლერანტულობის დარღვევა და/ან უზმოზზე დარღვეული გლიკემია, და/ან გლიკირებული ჰემოგლობინის მომატებული დონე, ასევე:
- 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი და
- 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის პროგრესირება, ცხოვრების წესის აქტიური ცვლილების მიუხედავად 3-6 თვის განმავლობაში.
• 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში, განსაკუთრებით ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, როცა მხოლოდ დიეტოთერაპია და ფიზიკური ვარჯიში ვერ უზრუნველყოფს გლიკემიის საკმარის კონტროლს.
გლუკოფაჟი® Xღ გამოიყენება შესაძლებელია როგორც მონოთერაპიის, ისე სხვა პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ან ინსულინთან კომბინაციაში.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა მეთფორმინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ნებისმიერი ტიპის მეტაბოლური აციდოზი (ლაქტოაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი);
- დიაბეტური პრეკომა;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაცია <30 მლ/წთ);
- თირკმლის უკმარისობა ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ).
- მწვავე მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა როგორიცაა: დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექცია, შოკი;
- მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, რასაც თან ახლავს ქსოვილოვანი ჰიპოქსია, როგორიცაა: გულის ან სუნთქვის უკმარისობა, ახალი გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი;
- ღვიძლის უკმარისობა, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი.
დოზირების რეჟიმი
თირკმლის ნორმალური ფუნქციის (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 90 მლ/წთ) მქონე მოზრდილი პაციენტები
შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის შემცირება
მეთფორმინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოვრების წესის მოდიფიკაცია 3-6 თვის განმავლობაში არ ახდენს გლიკემიის ადეკვატურ კონტროლს,
- მკურნალობა დაწყებულ უნდა იქნეს 500 მგ დოზით ერთხელ დღეღამეში ვახშმის დროს
- თერაპიის დაწყებიდან 10-15 დღის შემდეგ რეკომენდებულია გლიკემიის დონის შეფასება (გლუკოზოტოლერანტული ტესტი და/ან უზმოზე გლიკემიის დონე და/ან გლიკირებული ჰემოგლობინი უნდა იყოს ნორმის ფარგლებში). დოზის ნელა ზრდამ შეიძლება გააუმჯობესოს კუჭ-ნაწლავური ამტანობა. მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 2000 მგ-ს დღეღამეში ვახშმის დროს.
- რეკომენდებულია გლიკემიური სტატუსის (გლუკოზოტოლერანტული ტესტის, უზმოზე გლიკემიის, გლიკირებული ჰემოგლობინის შეფასება) რეგულარული მონიტორინგი (ყოველ 3-6 თვეში).
- თერაპიის გაგრძელების განმეორებითი შეფასების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტმა წარმატებით მოახდინა ცხოვრების წესის და კვების მოდიფიცირება.
დოზის გადაჭარბებისას მისაღები ზომები
სიმპტომები: მეთფორმინის 85 გ-ის დოზებით გამოყენების შემთხვევაში ჰიპოგლიკემია არ განვითარებულა, თუმცა აღინიშნა ლაქტოაციდოზის განვითარება. მეთფორმინის ჰიდროქლორიდის სერიოზულმა ჰიპერდოზირებამ ან თანმხლებმა რისკ-ფაქტორებმა შესაძლოა განაპირობოს ლაქტოაციდოზი.
მკურნალობა: ლაქტოაციდოზი არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა, რომლის მკურნალობაც საჭიროა სტაციონარში. ლაქტატისა და მეთფორმინის ორგანიზმიდან გამოდევნის საუკეთესო საშუალებაა ჰემოდიალიზი
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25˚ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია
მერკ ჰელსქეა კგაა (Mერცკ Hეალტჰცარე KGაA), გერმანია
Show More
More Info
123177
Generic
metformin hydrochloride