Asformin tab 1000mg #100
Asformin tab 1000mg #100

Asformin tab 1000mg #100

თურქეთი

ალი რაიფ ილაჩი
About Product
საერთაშორისო დასახელება - metformin

შემადგენლობა
ერთი აბი შეიცავს:
ბირთვი:
აქტიური ინგრედიენტი: მეტფორმინის ჰიდროქლორიდი - 500/850/1000მგ;
დამხმარე ინგრედიენტები: პოვიდონი 20/30/40 მგ, მაგნიუმის სტეარატი 5,0/8,5/10,5 მგ.

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატი.

ფარმაკოლოგიურ - თერაპიული ჯგუფი:
ბიგუანიდების ჯგუფის პერორალური გამოყენების ჰიპოგლიკემიური საშუალება.

დოზირების რეჟიმი
პრეპარატის დოზა ექიმის მიერ დგინდება ინდივიდუალურად სისხლში გლუკოზის დონის შესაბამისად.
საწყისი დოზა შეადგენს 500-1000 მგ/დღე-ღამეში (1-2 აბი). 10-15 დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის შემდგომი თანდათანობითი მომატება სისხლში გლუკოზის დონის გათვალისწინებით.
პრეპარატის შესანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 1500-2000 მგ/დღე-ღამეში (3-4 აბი). მაქსიმალური დოზაა 3000 მგ/დღე-ღამეში (6 აბი)
ხანდაზმულ ავადმყოფებში რეკომენდირებულმა დღე-ღამურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1 გ (2 აბი).
მეტფორმინის აბები საჭიროა მივიღოთ დანაწევრების გარეშე, ჭამის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის (1ჭ წყალი) დაყოლებით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების შემცირების მიზნით საჭიროა დღე-ღამური დოზა განაწილდეს 2-3 მიღებაზე.
ლაქტოაციდოზის განვითარების მომატებული რისკის გათვალისწინებით, პრეპარატის დოზა აუცილებელია შემცირდეს მძიმე მეტაბოლური დარღვევების შემთხვევებში.

გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან: გულისრევა, პირღებინება, პირში ლითონის გემო, უმადობა, ფაღარათი, მუცლის შებერვა, მუცლის ტკივილი. ეს სიმპტომები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მკურნალობის დასაწყისში და, როგორც წესი, თავისით ქრება. ხსენებული სიმპტომები შეიძლება შემცირდეს ანტიციდების, ატროპინის წარმოებულების ან სპოზმოლიტური საშუალებების დანიშვნით.
ნივთიერებათა ცვლის მხრიდან: იშვიათ შემთხვევებში ლაქტაციდოზი (საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას); ხანგრძლივი მკურნალობის პირობებში ჰიპოვიტამინოზი B12 (შეწოვის დარღვევა).
სისხლწარმომქმნელი ორგანოების მხრიდან: ცალკეულ შემთხვევებში - მეგალობლასტური ანემია.
ენდოკრინული სისტემის მხრიდან: ჰიპოგლიკემია.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე.

გამოყენების უკუჩვენებები
- დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური კომის წინა მდგომარეობა, კომა;
- თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
- მწვავე დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს თირკმელების ფუნქციის დარღვევის რისკით (დიარეა, პირღებინება), ციებ-ცხელება, მძიმე ინფექციური დაავადებები, ჰიპოქსიური მდგომარეობები (შოკი, სეფსისი, თირკმლის ინფექციები, ბრონქულ-ფილტვისმიერი დაავადებები);
- მწვავე და ქრონიკული დაავადებების კლინიკურად გამოხატული გამოვლინებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილოვანი ჰიპოქსიის განვითარება (გულის ან სუნთქვის უკმარისობა) მიოკარდის მწვავე ინფარქტი);
- სერიოზული ქირურგიული ოპერაციები და ტრავმები (როდესაც არის ინსულინით მკურნალობის ჩატარების ჩვენება);
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
- ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ალკოჰოლით გამოწვეული მწვავე მოწამლვა;
- უკუნაჩვენებია პრეპარატის გამოყენება იოდშემცველი კონტრასტული ნივთიერების შეყვანის გზით ჩატარებული რადიოიზოტოპიურ და რენტგენოლოგიურ გამოკვლევამდე არანაკლებ 2 დღის განმავლობაში და აგრეთვე 2 დღის განმავლობაში ამ კვლევის ჩატარების შემდეგ;
- რძემჟავა აციდოზი (მათ შორის ანამნეზში);
- ჰიპოკალორიული დიეტის დაცვა (1000 კალორიაზე ნაკლები დღე-ღამეში);
- ფეხმძიმობა;
- ძუძუთა კვების პერიოდი;
- პრაპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- არაა რეკომენდებული 60 წელზე მეტი ასაკის იმ პირებში პრეპარატის გამოყენება, რომლებიც ასრულებენ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, რაც დაკავშირებულია მათში რძეჟავა აციდოზის განვითარების რისკთან.

პრეპარატის გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთა კვების დროს
ფრხმძიმობის დაგეგმვის, აგრეთვე მეტფორმინის მიღების ფონზე ფეხმძიმობის დროს, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ინსულინით მკურნალობა. იმის გათვალისწინებით, რომ დედის რძეში პრეპარატის შეღწევის შესახებ არ არსებობს მონაცემები, მისი გამოყენება ძუძუთა კვების დროს უკუნაჩვენებია. ლაქტაციის პერიოდში მეტფორმინის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ძუძუთა კვება შეწყდეს.
Show More
More Info
Brand
ალი რაიფ ილაჩი
Country
თურქეთი
Generic
metformin hydrochloride
Dose
1000მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
100
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page