Dialipon Turbo sol inf 1.2%(12mg/1ml) 50ml fl #1
Dialipon Turbo sol inf 1.2%(12mg/1ml) 50ml fl #1

Dialipon Turbo sol inf 1.2%(12mg/1ml) 50ml fl #1

უკრაინა

ფარმაკი
About Product
კომბინირებული მედიკამენტი
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: თიოქთის მჟავა; 1მლ ხსნარი შეიცავს ალფა-ლიპოის მჟავას მეგლუმინის მარილს 23,354მგ, რაც შეესაბამება 12მგ ალფა-ლიპოის მჟავას; დამხმარე ნივთიერებები: მეგლუმინი, პოლიეთილენგლიკოლი 300 (მაკროგოლი 300), საინექციო წყალი.

ჩვენება: მგრძნობელობის დარღვევა დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ალფა-ლიპოის მჟავას ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. გულის და სუნთქვის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა, დეჰიდრატაცია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი და სხვა მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება იწვევდეს ლაქტოაციდოზს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები: ალფა-ლიპოის მჟავა რეაქციაში შედის ლითონების იონურ კომპლექსებთან (მაგალითად, ცისპლატინთან), ამიტომ დიალიპონ ტურბოს შეუძლია შეამციროს ცისპლატინის ეფექტი. შაქრის მოლეკულებთან ალფა-ლიპოის მჟავა წარმოქმნის ძნელად ხსნად კომპლექსურ ნაერთებს. აქედან გამომდინარე, ალფა-ლიპოის მჟავას ხსნარი არ არის შეთავსებადი გლუკოზის ხსნართად, რინგერის ხსნართან და ხსნარებთან, რომლებიც რეაქციაში შედიან SH-ჯგუფებთან ან დისულფიდურ კავშირებთან.
არ შეიძლება ლითონების შემცველ პრეპარატებთან (მაგალითად, რკინის, მაგნიუმის პრეპარატებთან) ერთად მიღება.
თიოქთის მჟავას შეუძლია გააძლიეროს ინსულინის ან-და დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტი, ამიტომ ნაჩვენებია სისხლში შაქრის შემცველობის რეგულარული კონტროლი, განსაკუთრებით თიოქთის მჟავით მკურნალობის დასაწყისში. ჰიპოგლიკემიის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის ან-და დიაბეტის საწინააღმდეგო შიგნით მისაღები ანუ პერორალური პრეპარატის დოზის შემცირება.
ეთანოლი ამცირებს თიოქთის მჟავას თერაპიულ ეფექტს.


გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი შეიყვანება მოზრდილებში უშუალოდ ფლაკონიდან (გამხსნელის გარეშე) ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის სახით დოზით 600მგ დღე-ღამეში (1 ფლაკონის შიგთავსი) სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში.
ალფა-ლიპოის მჟავა მგრძნობიარეა სინათლის ზემოქმედების მიმართ, ამიტომ ფლაკონები უნდა ინახებოდეს მუყაოს კოლოფში უშუალოდ მათ გამოყენებამდე.
მკურნალობის კურსის დასაწყისში პრეპარატი დიალიპონი ტურბო შეიყვანება ინტრავენურად. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-4 კვირას.
მკურნალობის გასაგრძელებლად გამოიყენება თიოქთის მჟავას პრეპარატების შიგნით მისაღები ა ნუ პერორალური ფორმები დოზით 300-600მგ დღე-ღამეში.

ბავშვები: ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტი და უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ ის არ უნდა დაინიშნოს ამ ასაკობრივ ჯგუფის პაციენტებში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
ფარმაკი
Country
უკრაინა
Generic
alpha lipoic acid /thioctic acid/
Dose
12მგ/1მლ
Form
ხსნარი საინფუზიო
Packing
ფლაკონი
Quantity
10
Volume
50მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page