About Product
საერთაშორისო დასახელება - Insulin Human soluble
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - კუჭკვეშა ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები; ხანგრძლივი მოქმედების ინსულინები
ჩვენებები
შაქრიანი დიაბეტი, რომელიც საჭიროებს ინსულინით მკურნალობას მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წლის ასაკის ზევით ბავშვებში.
მიღების წესები და დოზები
ლანტუსი გამოიყენება კანქვეშ დღეში ერთხელ, ყოველთვის ერთსა და იმავე დროს. ლანტუსი შეჰყავთ კანქვეშ მუცლის, მხრის ან ბარძაყის მიდამოში. ყოველი ახალი ინექციის შემდეგ საჭიროა ინექციის ადგილების მონაცვლეობა კანქვეშ პრეპარატის შეყვანისათვის რეკომენდებული უბნების საზღვრებში. კანქვეშ შეყვანისათვის გამიზნული ჩვეულებრივი დოზის ინტრავენურად შეყვანას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარება.
ლანტუსის დოზა და დღეღამის განმავლობაში მისი შეყვანის დრო ინდივიდუალურად შეირჩევა. II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ლანტუსი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ჰიპოგლიკემიურ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებით მკურნალობიდან ლანტუსზე გადასვლა:
საშუალო ან ხანგრძლივი მოქმედების ინსულინებით მკურნალობის სქემიდან ლანტუსით მკურნალობის სქემაზე გადასვლისას შეიძლება საჭირო გახდეს ბაზალური ინსულინის სადღეღამისო დოზის კორექცია; გარდა ამისა, შეიძლება წარმოიქმნას თანმხლები დიაბეტის საწინააღმდეგო თერაპიის (ხანმოკლე მოქმედების, დამატებით გამოყენებული ინსულინების ან მათი ანალოგების შეყვანის დოზებისა და რეჟიმის, დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატების დოზების) შეცვლის აუცილებლობა.
დღეღამის განმავლობაში ინსულინ-იზოფანის ორჯერადი შეყვანიდან ლანტუსის ერთჯერად შეყვანაზე პაციენტების გადაყვანისას, ღამე ან გამთენიისას ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის შემცირების მიზნით, საჭიროა მკურნალობის პირველ კვირაში შევამციროთ ბაზალური ინსულინის ყოვეალდღიური დოზა 20-30%-ით. ამ დროის განმავლობაში დოზის შემცირება, ნაწილობრივ მაინც, საჭიროა ავანაზღაუროთ ხანმოკლე მოქმედების ინსულინის დოზების გაზრდით, ხოლო პერიოდის ჩამთავრებისას საჭიროა დოზირების რეჟიმის ინდივიდუალურად კორექტირება.
არაა საჭირო ინსულინის სხვა პრეპარატებთან ლანტუსის შერევა ან გახსნა. შერევის ან გახსნის დროს შეიძლება შეიცვალოს დროში მისი მოქმედების პროფილი; გარდა ამისა, სხვა ინსულინებთან შერევამ შეიძლება გამოიწვიოს ნალექის წარმოქმნა.
ადამიანის ინსულინის სხვა ანალოგების გამოყენების მსგავსად, პაციენტებს, რომლებიც იღებენ პრეპარატების მაღალ დოზებს ადამიანის ინსულინის მიმართ ანტისხეულების არსებობის გამო, ლანტუსზე გადასვლისას შეიძლება აღენიშნოთ ინსულინის შეყვანაზე საპასუხო რეაქციის გაუმჯობესება.
ლანტუსზე გადასვლის პროცესში, აგრეთვე პირველი კვირის განმავლობაში, საჭიროა სისხლში გლუკოზის შემცველობის გულდასმითი კონტროლი.
მეტაბოლიზმის რეგულაციის გაუმჯობესებისა და ამით განპირობებული ინსულინის მიმართ მგრძნობელობის მომატების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზირების რეჟიმის შემდგომი კორექცია. გარდა ამისა, დოზის კორექცია შეიძლება საჭირო გახდეს, მაგალითად, პაციენტის სხეულის მასის, მისი ცხოვრვების წესის, პრეპარატის შეყვანისათვის დღეღამის დროის შეცვლის შემთხვევაში ან სხვა ისეთი გარემოების წარმოქმნისას, რომელიც ხელს უწყობს ჰიპო ან ჰიპერგლიკემიის განვითარებისადმი მიდრეკილების ზრდას.
არ შეიძლება პრეპარატის ვენაში შეყვანა. ლანტუსის მოქმედების ხანგრძლივობა განპირობებულია მისი შეყვანით კანქვეშა-ცხიმოვან ქსოვილში.
გვერდითი მოვლენები
ჰიპოგლიკემია, ინსულინით თერაპიის ყველაზე ხშირი არასასურველი შედეგი, შეიძლება განვითარდეს, თუ ინსულინის დოზა აღმოჩნდება ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე მისი საჭიროებაა.
მძიმე ჰიპოგლიკემიის შეტევებმა, განსაკუთრებით განმეორებადმა, შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის დაზიანება. ხანგრძლივი და გამოხატული ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები შეიძლება გახდეს პაციენტების ლეტალური გამოსავალის მიზეზი.
ჰიპოგლიკემიის ფონზე განვითარებულ ფსიქონევროლოგიურ დარღვევებს (გონების "დაბინდვა", ან მისი დაკარგვა, კრუნჩხვითი სინდრომი) ჩვეულებრივ წინ უსწრებს ადრენერგული კონტრრეგულაციის სიმპტომები (ჰიპოგლიკემიის საპასუხოდ), სიმპათო-ადრენალური სისტემის გააქტიურება): შიმშილის გრძნობა, გაღიზიანება, "ცივი ოფლი", ტაქიკარდია (რაც უფრო სწრაფად და მნიშვნელოვნად ვითარდება ჰიპოგლიკემია, მით უფრო ძლიერადაა გამოხატული ადრენერგული კონტრრეგულაცია).
Show More