საერთაშორისო დასახელება - ivabradin აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 5მგ და 7.5მგ
სივაბი ტაბლეტები 5მგ თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ივაბრადინის ჰიდროქლორიდს რომელიც ექვივალენტურია 5მგ ივაბრადინის.
სივაბი ტაბლეტები 7.5მგ თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ივაბრადინის ჰიდროქლორიდს რომელიც ექვივალენტურია 7.5მგ ივაბრადინის. თერაპიული ჩვენებები: სივაბის (ივაბრადინი) ტაბლეტები ინიშნება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობის მიზნით:
დოზირება და მიღების წესი: სივაბის (ივაბრადინი) ტაბლეტების მიღება ხდება დღეში ორჯერ, პერორალურად ანუ დილას და საღამოს საკვებთან ერთად. კორონარული არტერიების დაავადების მკურნალობა (CAD) ივაბრადინის ჩვეულებრივი რეკომენდებული სტანდარტული დოზაა 5მგ ორჯერ დღეში. მკურნალობის დაწყებიდან სამი ან ოთხი კვირის შემდეგ თერაპიულ ეფექტურობაზე დაყრდნობით, დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 7.5მგ-მდე ორჯერ დღეში. იმ შემთხვევაში თუ მკურნალობის პროცესში გულისცემის სიხშირე შემცირდა 50 დარტყმამდე წუთში მოსვენებულ მდგომარეობაში ან პაციენტი აღნიშნავს ბრადიკარდიასთან დაკავშირებულ სიმპტომებს, უნდა მოხდეს დოზის შემცირება 2.5მგ-მდე დღეში ორჯერ მისაღებად (5მგ ტაბლეტის ერთი ნახევარი დილით და მეორე ნახევარი საღამოს). მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ გულისცემის სიხშირე ჩამოვიდა უფრო ქვევით ვიდრე 50 დარტყმა წუთში და ბრადიკარდიასთან დაკავშირებული სიმპტომები კვლავ გრძელდება.
გვერდითი მოვლენები: ივაბრადინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა ოპტიკური ფენომენი, ვიზუალური თვალსაზრისით (phosphenes), სხვა გვერდით რეაქციებს მიეკუთვნება ბუნდოვანი მხედველობა, ბრადიკარდია, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე და ასევე სხვა კარდიალური არითმიები, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ქოშინი და კუნთური კრამპები, ჰიპერურიკემია, ეოზინოფილია, ასევე აღწერილი იყო კრეატინინის მომატებული კონცენტრაცია სისხლში.