Ivabradina NORMON 5mg film-coated tablets №56
Ivabradina NORMON 5mg film-coated tablets №56

Ivabradina NORMON 5mg film-coated tablets №56

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ივაბრადინი (ჰიდროქლორიდის სახით). ივაბრადინი ნორმონი 5მგ: ერთი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ივაბრადინს (ექვივალენტურია 5.42მგ ივაბრადინის ჰიდროქლორიდის სახით). სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E 470B), სიმინდის სახამებელი, მალტოდექსტრინი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი (E 551) და ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 6000, გლიცეროლი (E 422), მაგნიუმის სტეარატი (E 470B), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), რკინის წითელი ოქსიდი (E 172).

ჩვენება: ივაბრადინი წარმოადგენს საგულე მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: სიმპტომური სტაბილური სტენოკარდია (რომელიც იწვევს მკერდის არეში ტკივილს) მოზრდილ პაციენტებში, რომელთა გულისცემის სიხშირე მეტია ან ტოლია 70 დარტყმის წუთში. გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აუტანლობა აქვთ ან არ შეუძლიათ საგულე პრეპარატების, ე.წ. ბეტა-ბლოკატორების მიღება. ასევე, გამოიყენება ბეტა-ბლოკატორებთან კომბინაციაში მოზრდილ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა სრულად ვერ კონტროლდება ბეტა-ბლოკატორებით. ქრონიკული გულის უკმარისობა მოზრდილ პაციენტებში, რომელთა გულისცემის სიხშირე მეტია ან ტოლია 75 დარტყმის წუთში. ის ასევე გამოიყენება კომბინაციაში სტანდარტულ თერაპიასთან, რომელიც მოიცავს ბეტა-ბლოკატორებით თერაპიას ან როცა ბეტა-ბლოკატორები უკუნაჩვენებია ან პაციენტს აუტანლობა აქვს მათ მიმართ.
სტაბილური სტენოკარდია: სტაბილური სტენოკარდია არის გულის დაავადება, რომელიც ვითარდება, როცა გული არ მარაგდება საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით. ის ჩვეულებრივ ვითარდება 40-50 წლის ასაკში. სტენოკარდიის ყველაზე ხშირი სიმპტომია მკერდის არეში ტკივილი ან დისკომფორტი. სტენოკარდია უფრო მეტად ვითარდება, როცა გულისცემა ხშირდება, მაგალითად ფიზიკური დატვირთვის, ემოციის, სიცივის ზემოქმედების დროს ან ჭამის შემდეგ. გულისცემის სიხშირის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მკერდის არეში იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სტენოკარდია.

ქრონიკული გულის უკმარისობა: ქრონიკული უკმარისობა არის გულის დაავადება რომელიც ვითარდება, როცა გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის სისხლის გადატუმბვა ორგანიზმში. გულის უკმარისობის ყველაზე ხშირი სიმპტომებია ქოშინი, სისუსტე, დაღლილობა და კოჭების შეშუპება.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია ივაბრადინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტის მოსვენების გულისცემის სიხშირე მკურნალობამდე ძალიან დაბალია (70 დარტყმაზე წუთში ნაკლები); თუ პაციენტს აღენიშნება კარდიოგენური შოკი (გულის მდგომარეობა, რომლის მკურნალობა ხდება ჰოსპიტალში); თუ პაციენტს აღენიშნება გულის რიტმის დარღვევა; მიოკარდიუმის ინფარქტი; ძალიან დაბალი არტერიული წნევა; არასტაბილური სტენოკარდია (სტენოკარდიის მძიმე ფორმა, რომლის დროსაც ტკივილი მკერდის არეში ვითარდება უფრო ხშირად და ფიზიკური დატვირთვის დროს ან მის გარეშე); გულის უკმარისობა, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გაუარესდა; თუ გულისცემა გამოწვეულია პეისმეკერით; თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე პრობლემები; თუ პაციენტი უკვე ღებულობს მედიკმენტებს სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), მაკროლიდური ანტიბიოტიკები (როგორიცაა ჯოსამიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი ან ერითრომიცინი პერორალურად), აივ ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტები (როგორიცაა ნელფინავირი, რიტონავირი) ან ნეფაზოდონი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) ან დილტიაზემი, ვერაპამილი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სტენოკარდიის სამკურნალოდ); თუ პაციენტი შვილოსნობის ასაკის მქონე ქალია და არ იყენებს საიმედო კონტრაცეპტივებს; თუ პაციენტი არის ორსულად ან ცდილობს დაორსულებას; ლაქტაციის დროს.

ბავშვები და მოზარდები: ივაბრადინი ნორმონი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და
მოზარდებისათვის.


გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ნორმონი
Country
ესპანეთი
Generic
ivabradin
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
56
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page