Lozatenz tab H 50mg+12.5mg #30
Lozatenz tab H 50mg+12.5mg #30

Lozatenz tab H 50mg+12.5mg #30

პორტუგალია

ბლუეფარმა ინდუსტრია
-10% Extra With VISA Card
About Product
საერთაშორისო დასახელება - losartan+hydrochlorothiazide
ლოზარტანი+ჰიდროქლოროთიაზიდი

ლოზატენზი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის (ლოზარტანი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროთიაზიდი) კომბინაცია. ანგიოტენზინ II არის ნივთიერება, რომელიც წარმოიქმენება ორგანიზმში და უაკვშირდება სისხლძარღვების რეცეპტორებს, იწვევს მათ შევიწროებას, რაც განაპირობებს წნევის მომატებას. ლოზარტანი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის დაკავშირებას ამ რეცეპტორებთან. ეს ადუნებს სისხლძარღვებს, რაც თავის მხრივ აქვეითებს არტერიულ წნევას. ჰიდროქლოროთიაზიდი ხელს უწყობს თირკმლის მიერ წყლისა და მარილის გატარებას. აღნიშნული აგრეთვე ეხმარება არტერიული წნევის შემცირებას.

მიღება :
ლოზატენზი გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) მკურნალობისთვის .
ლოზატენზის ჩვეულებრივი დოზა მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში შეადგენს ლოზატენზ 50მგ/12.5მგ 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ, რათა წნევა გაკონტროლდეს 24 საათის განმავლობაში. აღნიშნული შეიძლება გაიზარდოს დღეში ერთხელ ლოზატენზის 50მგ/12,5 მგ 2 ტაბლეტამდე ან შეიცვალოს 1 აბი 100მგ/25 მგ შემოგარსული ტაბლეტით ყოველდღიურად ( უფრო ძლიერი). მაქსიმალური დღიური დოზა არის 2 აბი ლოზატენზის 50მგ/12,5 მგ 2 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ან 1 აბი 100მგ/25 მგ შემოგარსული ტაბლეტი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად ლოზატენზმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვლინდება.
შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ლოზატენზით მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ და დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარების განყოფილებას:
მძიმე ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება , რამაც სეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება).
ეს არის სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი რეაქცია, რომელიც გამოვლინდება 1-ზე მეტ პაციენტში ყოველი 10,000 -დან და 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში ყოველი 1,000 პაციენტიდან.

ორსულობა:
თუ ეჭვი გაქვთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ დაორსულებას), აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს. თქვენი ექიმი ჩვეულებრივ შეწყვეტს ლოზატენზით მკურნალობას თქვენს დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებს თქვენი ორსულების შესახებ და მკურნალობას გააგრძელებს სხვა პრეპარატით. ლოზატენზით მკურნალობა არ არის რეკომენდირებული ორსულობის დროს და არ უნდა მიიღოთ თუ ხართ 3 თვეზე მეტი ხნის ორსული, რადგანაც აღნიშნულ ეტაპზე გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
Show More
More Info
Brand
ბლუეფარმა ინდუსტრია
Country
პორტუგალია
Generic
losartan+hydrochlorothiazide
Dose
50მგ+12.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page