ლორისტა H – ლოსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია წნევის ორმაგი კონტროლისთვის. 28 ტაბლეტი.
ლოზარტანი, ჰიდროქლორთიაზიდი
ლორისტა H
გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კომბინირებული მოქმედების საშუალებები → ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტისა და დიურეზული საშუალებების შემცველი პრეპარატები
აპკისებრი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: კალიუმის ლოზარტანი 50 მგ, ჰიდროქლორთიაზიდი 12,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, ქინოლინის ყვითელი საღებავი (E104), ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), ტალკი.
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტი დიურეტიკთან კომბინაციაში.
ATX კოდი: C09DA01.
არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებში, რომელთათვისაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია).
ლორისტა H-ის ჩვეულებრივი საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში.
არასაკმარისი თერაპიული პასუხისას პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე ერთხელ დღეში. პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება არტერიული წნევის დაქვეითების ხარისხის მიხედვით, რომელიც მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ.
ლორისტა H-ის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს დღეში.
დოზირება თირკმლის ფუნქციის დარღვევისას: პაციენტებს თირკმლის ფუნქციის უმნიშვნელო დაქვეითებით (კრეატინინის კლირენსი მეტი 0,5 მლ/წმ და/ან 30 მლ/წთ) შეიძლება დაენიშნოთ პრეპარატი ჩვეულებრივი დოზით.
პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.
ვინაიდან ჰიპოვოლემიის მქონე პაციენტებში ლოზარტანის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 25 მგ-ს ერთხელ დღეში, ლორისტა H-ით თერაპია საჭიროა დაიწყოს დიურეტიკების მოხსნისა და ჰიპოვოლემიის კორექციის შემდეგ.
პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან უზმოზე. იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ პრეპარატის მიღება, საჭიროა ტაბლეტების მიღება ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.
თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის მიღება, არ შეიძლება შემდეგი დოზის გაორმაგება. შემდგომი მიღებისას პაციენტმა უნდა მიიღოს პრეპარატის ჩვეული დოზა დადგენილ დროს.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის.