Enap 10mg tab #20

Enap 10mg tab #20

სლოვენია

კრკა
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ენალაპრილ მალეატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5 მგ, 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ
ენალაპრილ მელეატს.

ჩვენებები: მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სიმპტომების მკურნალობა. მარცხენა პარკუჭის ასიმპტომური დისფუნქციის შემთხვევაში, გამოიყენება გულის უკმარისობის საპრევენციოდ.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ენალაპრილის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების ან აგფ-ს სხვა ინჰიბიტორების მიმართ; თუ აგფ-ს ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებით აღინიშნებოდა ალერგიული რეაქცია (ანგიოედემა), რომელიც გამოვლინდა ტუჩების, სახის, კისრის, ხელებისა და ფეხების მკვეთრი შეშუპებით, რასაც თან ახლდა სუნთქვის გაძნელება და ხრიალი; მემკვიდრული ანგიოედემა ან, თუ ანგიონევროზული შეშუპება განვითარდა რაიმე სხვა მიზეზის გამო. ორსულობის ბოლო ექვსი თვე.
ენაპის მიღების წესი: ენაპი მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ჩვეულებრივ დოზის შერჩევა ხდება პაციენტის კლინიკური
მდგომარეობისა და საჭიროების საფუძველზე და ასევე დამოკიდებულია უკვე მიღებულ სხვა პეპარატებზე.
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა:
რეკომენდებული საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 5 მგ-ს, მიიღება დღეში ერთხელ. ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზა
შეადგენს 20 მგ-ს, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 40 მგ-მდე.

ენაპის შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ორიგინალურ
შეფუთვაში, ნესტისგან დასაცავად.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი: კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, სმარჯესკა ცესტა 6, სლოვენია
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
სლოვენია
Generic
enalapril
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page