Enalapril tab 10mg #20

Enalapril tab 10mg #20

ბელარუსი

ბორისოვო
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ენალაპრილ მალეატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10მგ
ენალაპრილ მელეატს.

ჩვენებები: მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სიმპტომების მკურნალობა. მარცხენა პარკუჭის ასიმპტომური დისფუნქციის შემთხვევაში, გამოიყენება გულის უკმარისობის საპრევენციოდ.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ენალაპრილის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების ან აგფ-ს სხვა ინჰიბიტორების მიმართ; თუ აგფ-ს ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებით აღინიშნებოდა ალერგიული რეაქცია (ანგიოედემა), რომელიც გამოვლინდა ტუჩების, სახის, კისრის, ხელებისა და ფეხების მკვეთრი შეშუპებით, რასაც თან ახლდა სუნთქვის გაძნელება და ხრიალი; მემკვიდრული ანგიოედემა ან, თუ ანგიონევროზული შეშუპება განვითარდა რაიმე სხვა მიზეზის გამო. ორსულობის ბოლო ექვსი თვე.
ენაპის მიღების წესი: ენაპი მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ჩვეულებრივ დოზის შერჩევა ხდება პაციენტის კლინიკური
მდგომარეობისა და საჭიროების საფუძველზე და ასევე დამოკიდებულია უკვე მიღებულ სხვა პეპარატებზე.
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა:
რეკომენდებული საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 5 მგ-ს, მიიღება დღეში ერთხელ. ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზა
შეადგენს 20 მგ-ს, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 40 მგ-მდე.

ენაპის შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ორიგინალურ
შეფუთვაში, ნესტისგან დასაცავად.
Show More
More Info
Brand
ბორისოვო
Country
ბელარუსი
Generic
enalapril
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page