Cardirat tab 12.5mg #30

Cardirat tab 12.5mg #30

საქართველო

ავერსი-რაციონალი
About Product
შემადგენლობა: კარვედილოლი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალფა- და ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები.

ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა - მსუბუქი, საშუალო და მძიმე.

დოზირება და მიღების წესი: ტაბლეტები მოწოდებულია შიგნით მისაღებად დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
ქრონიკული გულის უკმარისობის შემთხვევაში პრეპარატი მიიღება საკვების მიღების დროს. კარვედილოლით მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. პრეპარატის მიღების შეწყვეტა თვითნებურად დაუშვებელია. შეწყვეტა ხდება თანდათანობით დოზის შემცირებით, რამდენიმე კვირის განმავლობაში.
უკუჩვენებები: კარვედილოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. არასტაბილური, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა. კლინიკური მნიშვნელობის მქონე თირკმლის ფუნქციის დარღვევები. ორგანიზმში სითხის გამოხატული შეკავება. ისევე როგორც სხვა ბეტა-ადრენობლოკერები, არ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს: II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გამოხატული ბრადიკარდია - პულსი <50 დარტყმა წუთში. სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კარდიოგენური შოკი, ბრონქოსპაზმი ან ბრონქული ასთმა ანამნეზში, მეტაბოლური აციდოზი.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი არ არის რეკომენდირებული ორსულებსა და მეძუძურებში მისაღებად ექიმის რეკომენდაციის არსებობის გარეშე.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25C, ორგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
საქართველო
Generic
carvedilol
Dose
12.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page