Carvedi-denki tab 6.25mg #30
Carvedi-denki tab 6.25mg #30

Carvedi-denki tab 6.25mg #30

გერმანია

დენკ ფარმა
About Product

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა კარვედილოლი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 6.25 მგ კარვედილოლს. სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალფა და ბეტა ბლოკატორები.

ჩვენებები: იშემიური ან არაიშემიური მიზეზით განპირობებული სტაბილური, ქრონიკული გულის უკმარისობის ყველა სტადია.

დოზირება და მიღების წესი: ტაბლეტი მიიღება მთლიანად საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად. თუ არ არის ექიმის განსხვავებული მითითება, მაშინ იგი მიიღება დილით ან დილით და საღამოს. რეკომენდებულია მისი მიღება საკვებთან ერთად. სტაბილური გულის უკმარისობა: საწყისი დოზა: პირველი 14 დღე: ნახევარი ტაბლეტი კარვედი-დენკი 6.25 დილით და ნახევარი - საღამოს. თუ პაციენტი ნორმალურად იტანს საწყის დოზას, მაშინ შესაძლებელია მისი გაზრდა, სულ მცირე 2 კვირიანი ინტერვალებით. დოზა იზრდება თანდათან 25 მგ კარვედილოლამდე დილით და 25 მგ კარვედილოლამდე საღამოს. კარვედი-დენკი 6.25 დოზა შესაძლებელია გაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ან სტაბილურია. აუცელებელი შემანარჩუნებელი დოზა უნდა დადგინდეს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის ექიმის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. თუ კარვედი-დენკ 6.25-ით მკურნალობა შეწყდება 2 კვირაზე მეტხანს, მაშინ მისი მიღება უნდა დაიწყოს საწყისი დოზით და მოხდეს შემდგომი კვლავ თანდათან დარეგულირება. დოზირება გულის ქრონიკული უკმარისობის და თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში - შესაბამისი დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. კარვედი-დენკ 6.25-ით მკურნალობა ჩვეულებრივ ხანგრძლივია და არ უნდა შეწყდეს უეცრად. თუ პაციენტს ეჭვი აქვს, რომ პრეპარატი ძალიან ძლიერად ან სუსტად მოქმედებს მასზე, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; გულის ფუნქციის ძლიერი დაქვეითება; დეკომპენსირებული ან არანამკურნალები გულის უკმარისობა; მწვავე ფილტვის არტერიის ემბოლია; ე.წ. პრინცმეტალის სტენოკარდია; ძალიან დაბალი არტერიული წნევა; გულისცემის შენელება. გულის გამტარი სისტემის ზოგიერთი დაავადება, როგორიცაა II ან III ხარისხის AV ბლოკადა ან სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი, სინო-ატრიალური ბლოკადა. ფილტვისმიერი გული. ბრონქული ასთმა ან სასუნთქი გზების სხვა დაავადება, ფეოქრომოციტომა; ღვიძლის მძიმე დაავადება. მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის ძლიერი დარღვევა; თუ პაციენტი კომბინირებულად მკურნალობს ზოგიერთი ანტიდეპრესანტით. თუ პაციენტს უტარდება ინფუზია ისეთი პრეპარატებით, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან კარდიოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ვერაპამილი ან დილთიაზემი. ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია: კარვედი-დენკი 6.25 გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში. დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტი დაორსულდება მკურნალობის დროს.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
დენკ ფარმა
Country
გერმანია
Generic
carvedilol
Dose
6.25მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page