Bisoprolol NORMON 2.5mg tablets #28
Bisoprolol NORMON 2.5mg tablets #28

Bisoprolol NORMON 2.5mg tablets #28

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი
-10% Extra With VISA Card
About Product
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა. დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის გადაცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ბისოპროლოლის ჰემიფუმარატი, ბისოპროლოლი ნორმონის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2.5მგ ბისოპროლოლის ჰემიფუმარატს. სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო დინატრიუმის ფოსფატი, ტიტანიუმის დიოქსიდი, მაკროგოლი 6000.

ჩვენება: ბისოპროლოლი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. ბეტა-ბლოკატორებს. Eს მედიკამენტები გავლენას ახდენს ორგანიზმის პასუხზე ზოგიერთი ნერვული იმპულსის მიმართ, განსაკუთრებით გულში. შედეგად, ბისოპროლოლი აქვეითებს გულისცემის სიხშირეს და გული უფრო ძლიერად ტუმბავს სისხლს მთელს სხეულში. ბისოპროლოლი გამოიყენება: მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ; ქრონიკული სტენოკარდიის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია გულის კუნთში ჟანგბადის ნაკლებობის გამო; გულის სტაბილური ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ. ის გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში. გულის უკმარისობის დროს გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის სისხლის გადატუმბვა ორგანიზმის საჭიროების დასაკმაყოფილებლად.ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის ან ლაქტაციის დროს, შესაძლო დაორსულების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
არსებობს რისკი, რომ ბისოპროლოლი ნორმონმა შეიძლება ავნოს ნაყოფს ორსულობის დროს მისი გამოყენებისას. Oრსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ბისოპროლოლი ნორმონის გამოყენების მიზანშეწონილობას ორსულობის დროს.
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ბისოპროლოლი დედის რძეში. ამიტომ, ლაქტაცია არ არის რეკომენდებული ბისოპროლოლი ნორმონით მკურნალობის დროს.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე შეიძლება გავლენა იქონიოს მედიკამენტმა იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს მასზე პაციენტი. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდისას ან მედიკამენტის შეცვლისას და ასევე, ალკოჰოლთან კომბინირებისას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სპორტსმენებისათვის: სპორტსმენები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ მედიკამენტი შეიცავს კომპონენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დოპინგკონტროლის დადებითი შედეგი.

მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ბისოპროლოლი ნორმონით მკურნალობა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკურნალობის დასაწყისში და დოზის მომატებისას.შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C-ზე.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ნორმონი
Country
ესპანეთი
Generic
bisoprolol
Dose
2.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page