Rizoprol tab 5mg #30

Rizoprol tab 5mg #30

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
საერთაშორისო დასახელება - Bisoprolol
სამკურნალწამლო ფორმა:
გარსით დაფარული ტაბლეტები
აღწერილობა
რიზოპროლი 5 მგ: გულის ფორმის ღია ყვითელი ტაბლეტები გამყოფი ხაზით (ჭდით).
რიზოპროლი 10 მგ: გულის ფორმის ღია ვარდისფერი ტაბლეტები გამყოფი ხაზით (ჭდით).

შემადგენლობა:
შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ბისოპროლოლის ფუმარატი (2:1) 5მგ ან 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა 5, მაკროგოლი 400, რკინის ოქსიდის ჰიდრატი - ყვითელი (5 მგ-იანი დოზისთვის) ან რკინის I.I.I. ოქსიდი_ წითელი (10 მგ-იანი დოზისთვის), ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სელექციური β1-ადრენობლოკატორები

ჩვენებები:
-არტერიული ჰიპერტენზია;
-გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია);
-პოსტინფარქტული პერიოდი;
-გულის შეკუმშვათა რითმის დარღვევა (სინუსური ტაქიკარდია, პარკუჭზედა და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია);
-არითმია მიტრალური სარქვლის პროლაფსის, თირეოტოქსიკოზის ფონზე;
-გულის ქრონიკული უკმარისობა.

მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებულია რიზოპროლის მიღება დილით უზმოზე ან საუზმის დროს, დაუღეჭავად, დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად.
დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია, დოზის გაზრდისას საჭიროა არტერიული წნევის და პულსის კონტროლი.
-არტერიული ჰიპერტენზია: საწყისი დოზაა 5 მგ/დღეში. მსუბუქი არტერიული ჰიპერტენზიის დროს (დიასტოლური არტერიული წნევა 105 მმ. ვწყ. სვ-ზე ნაკლები) - 2,5 მგ/დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. დოზის შემდგომი ზრდა დასაშვებია ექიმის კონტროლით.
-დაძაბვის სტენოკარდია: ინიშნება 5 მგ დღეში. აუცილებლობის დროს შესაძლოა დოზის გაზრდა 10 მგ-მდე დღეში. დოზის შემდგომი მომატება დასაშვებია ექიმის კონტროლით.
-გულის ქრონიკული უკმარისობა: რიზოპროლი ენიშნებათ პაციენტებს გულის ქრონიკული უკმარისობის ზომიერი ან მძიმე ფორმით (განდევნის ფრაქცია<=3,5% ექოკარდიოგრაფიის მონაცემებით), რომლებიც იმყოფებიან სტაბილურ მდგომარეობაში გამწვავების გარეშე ბოლო 6 კვირის განმავლობაში. ამასთანავე, არ არის მიზანშეწონილი ადრე ჩატარებული მურნალობის შეწყვეტა, უკიდურეს შემთხვევაში, რიზოპროლის მიღებამდე 2 კვირით ადრე.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, სინკოპე, თავის ტკივილი, პარესთეზია, მომატებული აგზნებადობა, განგაშის გრძნობა, მოუსვენრობა, ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება. ჩვეულებრივ ეს მოვლენები მსუბუქადაა გამოხატული და, როგორც წესი, ქრება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის განმავლობაში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ბრადიკარდია, გულისცემის გაძლიერება, რითმის დარღვევის სხვა სახეები, კიდურების გაციება, შარკოს სინდრომი, ორთოსტატიული ჰიპოტენზია და ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ზოგჯერ: ტკივილი მუცელში, გასტრიტი, დისპეპსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ტკივილი სახსრებში, ართროპათია, ზურგის, კისრის ტკივილი, კუნთთა სისუსტე, კრუნჩხვები, ტრემორი.
კანის მხრივ: გამონაყარი, აკნე (ფერიმჭამელები), კანის გაღიზიანება, ქავილი, შეშუპება, გაძლიერებული ოფლდენა, დერმატიტი, კვინკეს შეშუპება.
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად აღინიშნება ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ხველა.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
თურქეთი
Generic
bisoprolol
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page