Amiodaron tab 200mg #30

Amiodaron tab 200mg #30

ბელარუსი

ბორისოვო
-10% Extra With VISA Card
About Product
1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 200 მგ ამიოდარონის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არითმიის საწინააღმდეგო საშუალება.გამოყენების ჩვენებები
გულის რითმის პაროქსიზმული დარღვევები: პარკუჭების სიცოცხლისათვის საშიში არითმიები (პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია), სუპრავენტრიკულური არითმიები (როგორც წესი, ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი, მ.შ. წინაგულების ციმციმისა და ფრიალის პაროქსიზმი), წინაგულის და პარკუჭის ექსტრასისტოლია, არითმიები კორონარული ან გულის უკმარისობის ფონზე, პარასისტოლია, პარკუჭების არითმიები და ავდმყოფებში შიგასის მიოკარდიუმით, სტენოკარდია.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ (მათ შორის იოდის მიმართ), სინუსური ბრადიკარდია, სინოატრიული ბლოკადა, II და III ხარისხის AV ბლოკადა (კარდიომასტიმულირებლის გამოყენების გარეშე), კარდიოგენური შოკი, ჰიპოკალიემია, კოლაფსი, რტერიული ჰიპოტენზია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (სკსს), გულის უკმარისობა (დეკომპენსაციის სტადიაში), ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები, მაო-ს ინჰიბიტორების მიღება, ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლის უკმარისობის, ბრონქული ასთმის, ხანდაზმული ასაკის დროს (გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების მაღალი რისკი).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ამიოდარონის მიღება ორსულობის დროს არ შეიძლება. ახალშობილებში იწვევს ჰიპოთირეოზს, ჩიყვს, ბრადიკარდიას და გონებრივი განვითარების ჩამორჩენას.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ლაქტაციის დროს, ვინაიდან ამიოდარონს შეუძლია დედის რძეში შეღწევა.

გამოყენების წესი და დოზები
დოზირების შერჩევა ყოველთვის თითოეული კონკრეტული ავადმყოფის მდგომარეობისა და მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოხდეს.
ტაბლეტები ჩაიყლაპება მთლიანად, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ.
მკურნალობის დაწყება: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 600-800 მგ დღეში, გაყოფილი 2-3 მიღებად. საწყისი მკურნალობა ჩვეულებრივ 8-15 დღე გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 1200 მგ-მდე დღეში.
შემანარჩუნებელი მკურნალობა: გამოიყენება უმცირესი ეფექტური დოზა ავადმყოფის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით. ჩვეულებრივი დოზა დღეში 100-400 მგ შეადგენს ერთჯერადი დოზის სახით ან პეპარატის დოზის გაყოფა შეიძლება 1-2 მიღებად.
ასევე შესაძლენელია პრეპარატის ალტერნატიული მიღების გამოყენება, რომელიც სადღეღამისო ორმაგი დოზისაგან შედგება, რომელიც ყოველ მეორე დღეს მიიღება ან პრეპარატის თერაპიული დოზის კვირაში 5 დღის განმავლობაში მიღება (2-დღიანი შესვენებით კვირის ბოლოს).
მოზრდილებში საშუალო თერაპიული ერთჯერადი დოზა – 200 მგ, საშუალო თერაპიული სადღეღამისო დოზა – 400 მგ, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 400 მგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 1200 მგ.
ხანდაზმული პაციენტები და ბავშვები
ხანდაზმული ასაკის ავადმყოფების მკურნალობისას რეკომენდებულია ამიოკორდინის უმცირესი დატვირთული და შემანარჩუნებელი დოზების გამოყენება.
ამიოკორდინის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დაუდგენელია.გამოშვების ფორმა
200 მგ ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერში. 3, 6 ან 50 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ბორისოვო
Country
ბელარუსი
Generic
amiodarone
Dose
200მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page