About Product
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: ephinephrine; ხსნარის 1მლ შეიცავს ეპინეფრინის ჰიდტროტარტრატს (ადრენალინის ტარტრატს) 1,8მგ; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
ჩვენება: ალერგიული რეაქციები გადაუდებელი ტიპის: ანაფილაქსიური შოკი, რომელიც ვითარდება სამკურნალო საშუალებების, შრატების მიღებით ან ალერგენებთან კონტაქტისას; ბრონქული ასთმა-შეტევის კუპირება; ასისტოლია, გულის გაჩერება; ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედების გაზრდა; მწვავედ განვითარებადი AV-ბლოკადა III ხარისხის.
უკუჩვენება: პრეპარატის ინგრენდიენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა; ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია; მძიმე აორტალური სტენოზი; ტაქიარითმია; პარკუჭოვანი ფიბრილაცია; ფეოქრომოციტომა; დახურულკუთხოვანი გლაუკომა; შოკი (ანაფილაქსიურის გარდა); ზოგადი ანესთეზია საინჰალაციო საშუალებების გამოყენებით: ფტოროტანის, ციკლოპროპანის, ქლოროფორმის; მშობიარობის II პერიოდი; ხელების, ქვემო კიდურების თითებზე, ცხვირზე, სასქესო ორგანოების ნაწილებზე გამოყენება.დოზირება და მიღების წესი: სამკურნალო საშუალება ინიშნება კანქვეშ, კუნთებში, ზოგჯერ ინტრავენურად ან ინტრავენურად წვეთოვნად. მოზრდილები: ანაფილაქსიური შოკი: სამკურნალო საშუალება შეჰყავთ ინტრავენურად ნელ-ნელა 0,5მლ დოზით გაზავებული სახით (ერთჯერად დოზას აზავებენ 20მლ 40% გლუკოზის ხსნარში). შემდგომში, საჭიროებისას, გაგრძელდეს ინტრავენური წვეთოვნად შეყვანა 1მკგ-წთ სიჩქარით, რისთვისაც 1მლ ადრენალინს აზავებენ 400მლ 0,9% ნატრიუმი ქლორიდის ხსნარში ან 5% გლუკოზაში. თუ პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, უფრო მიზანშეწონილი იქნება კუნთში ან კანქვეშ შეყვანა 0,3-0,5მლ სამკურნალო საშუალების გაზავებული ან გაუზავებელი სახით. ბრონქული ასთმა: სამკურნალო საშუალება შეყავთ კანქვეშ 0,3-0,5მლ დოზით გაზავებული ან გაუზავებელი სახით. განმეორებითი შეყვანის საჭიროებისას ეს დოზა შეიძლება შეყვანილ იქნას ყოველი 20წთ შემდეგ (3 ჯერამდე). აგრეთვე შესაძლებელია ინტრავენური შეყვანა სამკურნალო საშუალების 0,3-0,5მლ გაზავებული სახით (ერთჯერადი დოზა გახსენით 20მლ 40% გლუკოზის ხსნარში). როგორც სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალება: სამკურნალო საშუალება შეიყვანება ინტრავენურად წვეთოვნად 1მგკ-წთ სიჩქარით (შესაძლო გაზრდით 2-10მკგ-წთ-მდე). ასისტოლია: სამკურნალო საშუალება შეიყვანეთ შიგნით გულში 0,5მლ დოზით, გაზავებული სახით (ერთჯერადი დოზა გახსენით 10მლ 0,9% ნატრიუმი ქლორიდის ხსნარში). რეანიმაციული ღონისძიებები (გულის გაჩერება, მწვავედ განვითარებადი AV-ბლოკადა III ხარისხის); სამკურნალო საშუალება შეიყავნება ინტრავენურად ნელ-ნელა 1მლ ყოველ 3-5წთ გაზავებული სახით. ადგილობრივი ანესთეტიკების გახანგრძლივებული მოქმედება: სამკურნალო საშუალება ინიშნება კონცენტრაციით 1:50000-1:100000. დოზირება დამოკიდებულია სახეობაზე. ბავშვები: ასისტოლია ახალშობილებში: სამკურნალო საშუალება შეიყვანება ვენაში ნელა დოზით 10-30მკგ-სხეულის წონის კგ ყოველ 3-5 წუთში. ანაფილაქსიური შოკი: სამკურნალო საშუალება შეიყვანება კანქვეშ ან კუნთში დოზით 10მკგ-სხეულის წონის კგ (მაქსიმალურად-0,3მგ-მდე). საჭიროების შემთხვევაში შეყვანა მეორდება ყოველ 15 წუთში (3 ჯერამდე). ბრონქოსპაზმი: სამკურნალო საშუალება შეიყვანება კანქვეშ დოზით 10მკგ-სხეულის წონის კგ (მაქსიმალურად-0,3მგ-მდე). საჭიროების შემთხვევაში შეყვანა მეორდება ყოველ 15 წუთში (3-4 ჯერამდე) ან ყოველ 4 საათში. ბავშვები: სამკურნალო საშუალების გამოყენება ბავშვებში შეიძლება.
Show More