Adrenalinum amp 0.18% 1ml #10
Adrenalinum amp 0.18% 1ml #10

Adrenalinum amp 0.18% 1ml #10

უკრაინა

ზდაროვიე
About Product
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: ეპინეფრინი; ხსნარის 1მლ შეიცავს ეპინეფრინის ჰიდროტარტრატის 1,82მგ; დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო წყალი.

ჩვენებები: დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსური შოკი, განვითარებული სამკურნალო საშუალებების, შრატების გამოყენებისას, სისხლის გადასხმისას, მწერების ნაკბენებისას ან ალერგენებთან კონტაქტისას. ბრონქული ასთმა-შეტევის კუპირება. სხვადასხვა გენეზის არტერიული ჰიპოტენზია (პოსტ-ჰემორაგიული, ინტოქსიკაციური, ინფექციური). ჰიპოგლიკემია ინსულინის ჭარბი დოზირების შედეგად. ასისტოლია, გულის გაჩერება. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედების გახანგრძლივება. ასისტოლია, (მათ შორის, განვითარებული III ხარისხის AV ბლოკადის ფონზე).

უკუჩვენებები: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, მძიმე აორტალური სტენოზი, ტაქიარითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, ფეოქრომოციტომა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, შოკი (ანაფილაქსურის გარდა), საერთო ანესთეზია საინჰალაციო საშუალებების: ფტოროტანის, ციკლოპროპანის, ქლოროფორმის გამოყენებით; მშობიარობის II პერიოდი; გამოყენება ხელებისა და ფეხების თითებზე, ცხვირის, გენიტალიების არეში.

გამოყენების ხერხი და დოზები: ინიშნება კუნთში, კანქვეშ, ხანდახან-ინტრავენურად (წვეთოვანი გზით), ინტრაკარდიალურად (რეანიმაციის ჩატარება გულის გაჩერებისას). კუნთში შეყვანისას უფრო სწრაფად იწყებს მოქმედებას, ვიდრე კანქვეშა შეყვანისას. დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია. მოზრდილები. ანაფილაქსური შოკი: შეჰყავთ ინტრავენურად ნელა 0,5მლ, რომელიც გახსნილია გლუკოზის 40%-იანი ხსნარის 20მლ-ში. შემდეგში, საჭიროებისამებრ, აგრძელებენ ინტრავენურ წვეთოვან შეყვანას სიჩქარით 1 მკგ-წთ, რისთვისაც 1მლ ადრენალინის ხსნარს ხსნიან 400მლ იზოტონიურ ქლორიდის ნატრიუმში ან 5%-იან გლიკოზაში. თუ პაციენტის მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, მაშინ უმჯობესია ჩატარდეს 0,3-0,5 მლ კუნთში ან კანქვეშა შეყვანა გახსნილი ან გაუხსნელი სახით. ბრონქიალური ასთმა: შეჰყავთ კანქვეშა გზით 0,3-0,5 მლ გახსნილი ან გაუხსნელი სახით. განმეორებითი შეყვანის აუცილებლობისას ამ დოზის შეყვანა შესაძლებელია ყოველ 20 წუთში ერთხელ (3 ჯერამდე). შესაძლებელია 0,3-0,5 მლ ინტრავენური შეყვანა გახსნილი სახით. როგორც სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალება შეჰყავთ ინტრავენურად წვეთოვანი გზით სიჩქარით 1 მკგ-წთ (შესაძლებელი გაზრდით 2-10 მკგ-წთ-მდე). ასისტოლია: შეჰყავთ ინტრაკარდიალურად 0,5 მლ, რომელიც გახსნილია 0,9%-იან ქლორიდის ნატრიუმის ხსნარის 10მლ-ში. რეანიმაციული ზომების დროს-1 მლ (გახსნილი სახით) ინტრავენურად ნელა ყოველ 3-5 წუთში ერთხელ. ბავშვები. ასისტოლია ახალშობილებში: შეჰყავთ ინტრავენურად სხეულის მასის 10-30 მკგ-კგ ყოველ 3-5 წუთში ერთხელ, ნელა. ანაფილაქსური შოკი: შეჰყავთ კანქვეშა გზით ან კუნთში სხეულის მასის 10 მკგ-კგ (მაქსიმალურად-0,3 მგ-მდე). შეყვანის აუცილებლობისას იმეორებენ ყოველ 15 წუთში ერთხელ (3 ჯერამდე). ბრონქოსპაზმი: შეჰყავთ კანქვეშა გზით სხეულის მასის 10 მკგ-კგ (მაქსიმალურად-0,3 მგ-მდე). შეყვანის აუცილებლობისას იმეორებენ ყოველ 15 წუთში ერთხელ (3-4 ჯერამდე) ან ყოველ 4 საათში ერთხელ.
Show More
More Info
Brand
ზდაროვიე
Country
უკრაინა
Generic
epinephrine
Dose
0.18%
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
10
Volume
1მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page