ათეროქსი ტაბლეტი 10მგ #30

ათეროქსი ტაბლეტი 10მგ #30

თურქეთი

ალი რაიფ ილაჩი

ათეროქსი ნაჩვენებია ჰიპერქოლესტერინემიის და  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაში.

პროდუქტის შესახებ

ათეროქსი ტაბლეტი 10მგ

შემადგენლობა:

​1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: 10 მგ ატორვასტატინი (ატორვასტატინის კალციუმის 10,85 მგ, 21,70 მგ, 43,40 მგ შესაბამისი ფორმით)
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კალციუმის კარბონატი, Avicel PH 101, ნატრიუმის კროსკარმელოზა, H.P.C., tween 80, მაგნიუმის სტეარატი, Opadry-31K 28462 white (ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი).



გამოყენების ჩვენებები:

  • ჰიპერქოლესტერინემია
    დიეტასთან ერთად საერთო ქოლესტერინის (სქ), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის (დსლპ-ქს), აპოლიპოპროტეინი B-ს (აპო-B), ტრიგლიცერიდების (ტგ) მომატებული დონის დასაქვეითებლად მოზრდილებში, მოზარდებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ან კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიით (IIa და IIb ტიპები ფრედრიქსონის კლასიფიკაციით)) - თუ დიეტოთერაპია და არაფარმაკოლოგიური მკურნალობის სხვამეთოდები არ იძლევა ადეკვატურ ეფექტს.
    ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზრდილ პაციენტებში საერთო ქოლესტერინის (სქ), დსლპ-ქოლესტერინის (დსლპ-ქს), აპოლიპოპროტეინი B-ს (აპო-B) მომატებული დონის დასაქვეითებლად - თუ თერაპია დიეტით და ჰიპოლიპიდემიური მკურნალობის სხვა მეთოდები არ იძლევა ადეკვატურ ეფექტს.
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა
    სერიოზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა ამ დაავადებების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, რისკის სხვა ფაქტორების კორექციაზე დამატების სახით.


გამოყენების წესი და დოზები:

ათეროქსის ტაბლეტები მიიღება პერორალურად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, ერთხელ დღე-ღამეში. პრეპარატ ათეროქსის დანიშვნისას პაციენტისთვის რეკომენდებულია სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა, რომელიც უნდა დაიცვას მკურნალობის პერიოდშიც. პრეპარატ ათეროქსის საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეირჩევა დსლპ-ქს-ის საწყისი მაჩვენებლის, თერაპიის მიზნისა და ინდივიდუალური ეფექტის გათვალისწინებით. მკურნალობის დასაწყისში ან/და პრეპარატის დოზის გაზრდისას საჭიროა სისხლის პლაზმაში ლიპიდების შემცველობის კონტროლი ყოველ 2-4 კვირაში და საჭიროების შემთხვევაში დოზის კორექტირება. პრეპარატის დოზა შეადგენს 10-80 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. დოზები შეირჩევა ინდივიდუალურად და აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა მათი კორექტირება 40 მგ-მდე დღე-ღამეში ყოველ 4 კვირაში.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემია
უმრავლეს შემთხვევაში ატორვასტატინი დოზით 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში გვაძლევს სისხლში ლიპიდების დონის კონტროლის შესაძლებლობას. თერაპიული მოქმედება ვლინდება 2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ მაქსიმუმს აღწევს 4 კვირაში. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება ეფექტის შენარჩუნება.
ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად და საჭიროების შემთხვევაში კორექტირდება 40 მგ-მდე დღე-ღამეში ყოველ 4 კვირაში. შემდეგ შეიძლება ატორვასტატინის დოზის გაზრდა მაქსიმალურ დოზამდე - 80 მგ დღე-ღამეში, ან გამოყენება დოზით 40 მგ ერთხელ დღე-ღამეში ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტებთან კომბინაციაში.

ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია:
არსებობს შეზღუდული მონაცემები. ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზა შეადგენს 10-80 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. ამ პაციენტებში ათეროქსი ინიშნება მკურნალობის სხვა ჰიპოლიპიდემიურ მეთოდებთან დამატების სახით (მაგალითად, დსლპ-აფერეზი) ან თუ მკურნალობის აღნიშნული მეთოდები არ არის ხელმისაწვდომი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა:
პირველადი პროფილაქტიკის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში. დსლპ-ქს-ის კლინიკურ რეკომენდაციებში მითითებული დოზის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზების გამოყენება.

დამატებითი მონაცემები ავადმყოფთა სპეციალურ ჯგუფებთან დაკავშირებით
პაციენტები თირკმელების უკმარისობით:
ვინაიდან პრეპარატის გამოყენება თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში არ ახდენს გავლენას ატორვასტატინის პლაზმურ კონცენტრაციაზე ან ჰიპოლიპიდემიურ ეფექტზე, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია 10-17 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში, მაქსიმალური - 20 მგ-ს დღე-ღამეში (დღე-ღამეში 20 მგ-ზე მეტი დოზით და კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში გამოყენება ამ პოპულაციაში შესწავლილი არ არის). პრეპარატ ათეროქსის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად თერაპიის მიზნის გათვალისწინებით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
საერთო პოპულაციასთან შედარებით, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას განსხვავებები ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემებში არ აღინიშნებოდა.

გამოყენება ჰიპოლიპიდემიურ სამკურნალო საშუალებებთან
ადიტიური ეფექტის მისაღწევად ათეროქსის გამოყენება შეიძლება ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტებთან (ჰიპოლიპიდემიური საშუალებები) ერთად. თავი შეიკავეთ ჰმგ-კოА-რედუქტაზას ინჰიბიტორებისა და ფიბრატების ერთდროულად მიღებისგან (როგორიცაა, ჰემფიბროზილი და ფენოფიბრატი)
დოზირება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს, კლარითრომიცინს, იტრაკონაზოლს, პროტეაზას ინჰიბიტორებს
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს, აივ პროტეაზას ინჰიბიტორებს (ტიპრანავირი+რიტონავირი) ან С ჰეპატიტის პროტეაზას ინჰიბიტორს (ტელაპრევირი), თავი უნდა შეიკავონ პრეპარატ ათეროქსის მიღებისგან. პაციენტებში, რომლებიც იღებენ კლარითრომიცინს, იტრაკონაზოლს, ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ აივ და იღებენ საკვინავირი+რიტონავირს, დარუნავირი+რიტონავირს, ფოსამპრენავირს ან ფოსამპრენავირი+რიტონავირს, პრეპარატ ათეროქსის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ აივ პროტეაზას ინჰიბიტორს ნელფინავირს ან С ჰეპატიტის პროტეაზას ინჰიბიტორს ბოსეპრევირს, პრეპარატ ათეროქსის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს.


შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ალი რაიფ ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ატორვასტატინი
დოზა
10მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი