Vessel Due F caps 250IU #50
Vessel Due F caps 250IU #50

Vessel Due F caps 250IU #50

იტალია

ალფასიგმა
About Product
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: სულოდექსიდი

600ლე/2მლ საინექციო ხსნარი

250ლე კაფსულა №50

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები
ჩვენებები: - ანგიოპათიები თრომბოფორმირების გაზრდილი რისკით, მათ შორის მიოკარდის ინფარქტის შემდეგ; - ტვინიში სისხლმიმოქცევის დარღვევა, მათ შორის იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდში და აღდგენის საწყისს ეტაპზე; ათეროსკლეროზით გამოწვეული დისცირკულარული ენცეფალოპათია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიური დაავადება, სისხლძარღვების დემენცია; - როგორც ათეროსკლეროზული, ასევე დიაბეტური გენეზისის პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაზიანება; - ღრმა ვენების ფლებოპათიები, თრომბოზები; - მიკროანგიოპათიები (ნეფროპათია, რეთინოპათია, ნეიროპათია) და მაკროანგიოპათიები შაქრიანი დიაბეტისას (დიაბეტური ტერფის სინდრომი, ენცეფალოპათია, კარდიოპათია); - თრომბოფილური მდგომარეობები, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (ინიშნება აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად, ასევე დაბალმოლეკულური ჰეპარინის შემდეგ); - ჰეპარინინდუცირებული თრომბული თრომბოციტოპენიის მკურნალობა, რადგან არ იწვევს და არ ამწვავებს მას.

მიღების წესები და დოზები: კუნთში და ვენაში შესაყვანი ხსნარი. პერორალური კაფსულები. მკურნალობის კურსი უნდა დაიწყოს 1 ამპულის კუნთში შეყვანით, ან 1 ამპულის ვენაში შეყვანით ბოლუსურად, ან წვეთოვანის სახით, იმის შემდეგ რაც კაფსულის შიგთავსი იხსნება ფიზიოლოგიური ხსნარის 150-200 მლ-ში 15-20 დღის განმავლობაში. შემდეგ 30-40 დღის განმავლობაში თერაპია უნდა გაგრძელდეს კაფსულების მიღებით: ინიშნება 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ საჭმლის მიღების შუალედებში. მკურნალობის მთლიანი კურსი უნდა განმეორდეს მინიმუმ წელიწადში 2-ჯერ. კლინიკო-დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგების შესაბამისად ექიმს შეუძლია დოზირების რეჟიმის შეცვლა.

გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თვალსაზრისით: პირღებინება, გულისრევა, ტკივილები ეპიგასტრიუმში. ალერგიული რეაქციები: სხვადასხვა ლოკალიზაციის გამონაყარი კანზე. სხვა: ტკივილი, წვა, ჰემატომა ინექციის ადგილზე .

უკუჩვენება: - ჰიპერმგრძნობელობა; - ჰემორაგიული დიათეზი და სისხლდენის წარმოქმნის მაღალ რისკთან დაკავშირებული დაავადებები; - ორსულობის I ტრიმესტრი.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისას ინიშნება ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. არსებობს სისხლძარღვებთან დაკავშირებული გართულებებისას სულოდექსიდის გამოყენების გამოცდილება I და II ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და პაციენტებში ორსულობის III ტრიმესტრში, დაგვიანებული ტოქსიკოზის განვითარებისას ორსულებში.
შენახვის პირობები:

ტემპერატურაზე არაუმეტეს 30C. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქში გაცემის წესი: რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
ალფასიგმა
Country
იტალია
Generic
sulodexide
Dose
250სე
Form
კაფსულა
Quantity
50
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page