Angioflux 250mg caps #50

Angioflux 250mg caps #50

იტალია

მიტიმი
About Product
ანგიოფლუქსი
სულოდექსიდი

შემადგენლობა: ანგიოფლუქსის ერთი კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება 250 ს.ე. სულოდექსიდი. ანგიოფლუქსის 2მლ ამპულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება 600 ს.ე. სულოდექსიდი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიკოაგულანტი.
ჩვენება: ქრონიკული ვენური წყლული, ფლებოპათია, ღრმა ვენების თრომბოზი. პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზი თრომბის წარმოქმნის რისკით. ანგიოპათიები შაქრიანი დიაბეტის დროს: მიკროანგიოპათია(ნეფროპათია, რეტინოპათია,ნეიროპათია) და მაკროანგიოპათია(დიაბეტური ტერფი,ენცეფალოპათია,კარდიოპათია). მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (მეორადი პროფილაქტიკის მიზნით).
დოზირება და მიღების წესი: ანგიოფლუქსის 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, კვებათა შორის ინტერვალში. ანგიოფლუქსის 1 ამპულა დღეში ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად. ინტრავენური ინექციისთვის 1 ამპულა იხსნება 150-200მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში. მკურნალობა იწყება ანგიოფლუქსის ინექციით 15-20 დღე, გრძელდება ანგიოფლუქსის კაფსულებით 30-40 დღე. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს მეორადი პროფილაქტიკის მიზნით ანგიოფლუქსი მიიღება მწვავე ინფარქტის 7-10 დღიდან 1 ამპულა 1-ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ პერორალურად 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში 12 თვის განმავლობაში. ანგიოფლუქსით მკურნალობის სრული კურსი მეორდება მინიმუმ 2-ჯერ წელიწადში.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ. ჰემორაგიული დიათეზი. დაავადებები სისხლდენის განვითარების რისკით. ორსულობა.
შენახვის ვადა: 5 წელი
Show More
More Info
Brand
მიტიმი
Country
იტალია
Generic
sulodexide
Dose
250სე
Form
კაფსულა
Quantity
50
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page