About Product
შემადგენლობა: თითო ფლაკონი შეიცავს: აქტიურ ნივთიერება: ცეფტრიაქსონი 1,0 გ (ნატრიუმის ცეფტრიაქსონის სახით), სულბაქტამი 0,5 გ (ნატრიუმის სულბაქტამის სახით).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება სისტემური გამოყენებისთვის. მესამე თაობის ცეფალოსპორინები. ცეფტრიაქსონი, კომბინაციები.
ჩვენებები: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა); ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მათ შორის, მწვავე შუა ოტიტი); მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (პერიტონიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებები, მათ შორის, ქოლანგიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა); თირკმლის და საშარდე გზების ინფექციები (მათ შორის, პიელონეფრიტი); სასქესო ორგანოების ინფექციები (მათ შორის, გაურთულებელი გონორეა); ძვლებისა და სახსრების ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის, ინფიცირებული ჭრილობები); ბაქტერიული მენინგიტი, ენდოკარდიტი, სეფსისი; ინფექციური დაავადებები დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში; ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.
დოზირება და მიღების წესი: ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, მომზადებისთანავე.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ცეფტრიაქსონის, სულბაქტამის, ასევე, ცეფალოსპორინების, ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ; 41 კვირის დღენაკლულებში ნაყოფის განვითარების პირობების გათვალისწინებით; ჩვილი ბავშვები ჰიპერბილირუბინემიით, სიყვითლით, ჰიპოალბუმინემიით ან აციდოზით; ახალშობილებში კალციუმის შემცველი ხსნარების ინტრავენური შეყვანა; დაუშვებელია ლიდოკაინის შემცველი ცეფტრიაქსონის ხსნარების ინტრავენური შეყვანა.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატ ვიტაცეფ ფორტეს გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის დროს უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
Show More
More Info
127679
Generic
ceftriaxone+sulbactam
Form
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად