კადერონი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის პნევმონია); ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები (მათ შორის შუა ყურის ანთება); კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; ინტრააბდომინალური ინფექციები ( მათ შორის პერიტონიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ინფექციები); ძვლებისა და სახსრების ინფექციები; თირკმლების და შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები ( პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი); ბაქტერიული სეპტიცემია; ბაქტერიული მენინგიტი; მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები; სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები; ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიაში. მიღების წესი და დოზირება:
კადერონი შეჰყავთ პარენტერალურად: კუნთში ან ვენაში.
მოზრდილებშიდა 12 წლისასაკისზემოთბავშვებში, პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს: ცეფტრიაქსონის 1-2 გ-ს (სულბაქტამის 0.5–1 გ) დღეში ერთხელ ან გაყოფილი თანაბრად და შეყვანილი ყოველ 12 სთ–ში ერთხელ (დღეში 2 –ჯერ). მძიმე შემთხვევებში ან კადერონის მიმართ ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს შესაძლებელია ცეფტრიაქსონის სადღეღამისო დოზის გაზრდა 4 გ-მდე ( სულბაქტამის 2 გ–მდე).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე. ჩვეულებრივ იგი 4-14 დღეს შეადგენს. უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა სულბაქტამის და ცეფტრიაქსონის, აგრეთვე სხვა ცეფალოსპორინების, პენიცილინების და ბეტა–ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ; 1 თვემდე ასაკი; ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი. შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.