Valmox tab 500mg #10

Valmox tab 500mg #10

საქართველო

ავერსი-რაციონალი
About Product
შემადგენლობა: 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს, 500მგ ლევოფლოქსაცინის ეკვივალენტურს.

ჩვენება: ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, არაჰოსპიტალური პნევმონია); ლორ-ორგანოების ინფექციები (მწვავე სინუსიტი); თირკმელებისა და საშარდე გზების ინფექციები (მწვავე პიელონეფრიტის ჩათვლით); სასქესო ორგანოების ინფექციები (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის ჩათვლით); კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ; ეპილეფსია; ანამნეზში მყესების დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ქინოლონების მიღებასთან; 18 წლამდე ასაკი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება: ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით ჭამამდე ან კვებათა შორის შუალედებში.

შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის
მიღება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II-გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
საქართველო
Generic
levofloxacin
Dose
500მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page