საერთაშორისო დასახელება - moxifloxacin აღწერილობა: მოქსიგეტი (მოქსიფლოქსაცინი) IV არის სინთეზური, ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული აგენტი. ქიმიურად მოქსიფლოქსაცინი არის ფტორქინოლონი და წარმოდგენილია 1-ციკლოპროპილ-7-[(შ, შ)-2,8-დიაზაბილციკლო [4.3.0] ნონ-8-ილ]-6-ფტორ-8-მეთოქსი-1,4-დიჰიდრო-4-ოქსო-3 ქინოლონ კარბოქსილის მჟავას მონოჰიდროქლორიდის მარილის სახით. მისი მოლეკულური ფორმულა არის C21H24FN3O4•HCl. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა 250მლ-იანი ყოველი ფლაკონი შეიცავს: მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი ევრ. ფარმ. – 400მგ მოქსიფლოქსაცინის ექვივალენტური. მიკრობიოლოგია: მოქსიფლოქსაცინს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი და ის აქტიურია სხვადსასხვა მიკროორგანიზმების შტამებზე როგორც ინ ვიტრო ისე ინ ვივო.
თერაპიული ჩვენებები: მოქსიგეტი (მოქსიფლოქსაცინი) IV ინიშნება მგძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული მოზრდილთა (>18 წელი) ქვემოთ ჩამოთვლილი მსუბუქი, საშუალო და მძიმე ინფექციების სამკურნალოდ: • მწვავე ბაქტერიული სინუსიტი • ქრონიკული ბრონქიტის მწვავე ბაქტერიული გართულება • არაჰოსპიტალური პნევმონია • კანის და კანქვეშა ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები • გართულებული ინტრააბდომინური ინფექციები (პოლიმიკრობული ინფექციების ჩათვით, როგორიც არის აბსცესები) კანის და კანქვეშა ქსოვილების გართულებელი ინფექციები (დიაბეტური ტერფის ინფექციის ჩათვლით)
დოზირება და დანიშნულება მოქსიგეტის (მოქსიფლოქსაცინი) IV დოზაა 400მგ/250მლ, ინტრავენური ინფუზიის სახით, 24 საათში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დანიშნულების სერიოზულობით და კლინიკური პასუხის მიხედვით. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა, რომელიც განიხილება არ უნდა იყოს გადაჭარბებული. ინფექცია დღიური დოზა ხანგრძლივობა მწვავე ბაქტერიული სინუსიტი 400მგ 7 დღე ქრონიკული ბრონქიტის Mმწვავე ბაქტერიული გამწვავება 400მგ 5-10 დღე არაჰოსპიტალური პნევმონია 400მგ 10 დღე კანის და კანქვეშა ქსოვილების გაურთულებელი ინფექცია კანის და კანქვეშა ქსოვილების გართულებული ინფექცია 400მგ 400მგ 7 დღე 7-21 დღე გართულებული ინტრააბდომინური ინფექცია 400მგ 5-14 დღე მოქსიგეტი (მოქსიფლოქსაცინი) IV შეიძლება დაინიშნოს ინტრავენურად მთელი მკურნალობის განმავლობაში. ალტერნატიულად, თერაპია შეიძლება დაიწყოს ინტრავენური დანიშნულებით, შემდგომში ორალურ გზაზე გადასვლით, როდესაც კლინკურად ნაჩვენებია.
გამოყენების მეთოდი მოქსიგეტი (მოქსიფლოქსაცინი) IV ინიშნება ინტრავენური ინფუზიის სახით, მხოლოდ 60 წუთიანი პერიოდის განმავლობაში. ის განკუთვნილი არ არის ინტრაარტერიული, ინტრამუსკულური, ინტრათეკალური, ინტრააბდომინური ან კანქვეშა შეყვანისთვის. მოქსიგეტს (მოქსიფლოქსაცინი) დანამატები ან სამკურნალო საშუალებები არ უნდა შეერიოს ან არ უნდა გადაესხას იგივე ინტრავენური ხაზით. გაფრთხილება: საჭიროა თავი აარიდოთ ჩქარ ან ბოლუსურ ინტრავენურ ინფუზიას